მცირე და საშუალო ზომის საწარმოები საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან (EBRD) საკონსულტაციო მომსახურებით ისარგებლებენ, რათა გააძლიერონ გაფიცრულების პროცესი და ჰქონდეთ წვდომა კაპიტალ ბაზრებზე კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად.
EBRD-ი ევროკავშირის 1.8 მილიონი ევროს დაფინანსებით დაეხმარება ადგილობრივ კომპანიებს ციფრულ ტრასფორმაციაში, რათა თავიდან აირიდონ საოპერაციო შეფერხებები, რაც პანდემიის შედეგადაა გამოწვეული და ასევე ხელახლა აამუშავონ ბიზნესები უფრო მეტად მდგრად და მწვანე სტრატეგიებზე ფოკუსირებით.
პარალელურად, EBRD დაეხმარება საქართველოს ეროვნულ ბანკს კაპიტალ ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფის მექანიზმის შექმნისა და ამოქმედების პროცესში ადგილობრივი კომპანიებისთვის, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. როგორც EBRD ოფიციალურ საიტზე წერს, მიზნობრივი დახმარება გააძლიერებს ქართული კომპანიების მზაობას კაპიტალ ბაზრებზე, გააფართოვებს მათი დაფინანსების წყაროების ჩამონათვალს და დაეხმარება მათ მოიზიდონ დაფინანსება ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისგან.
„პანდემიამ და მისმა ეკონომიკურმა გავლენებმა ახალი რეალობა შექმნა კერძო სექტორისთვის და ახლა დროა ხელახლა დავფიქრდეთ, ახალი განათლება მივიღოთ და ასევე უნარები და გადავტვირთოთ მუშაობის პროცესი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირთან ერთად ვაერთიანებთ ძალებს, რათა დავეხმაროთ ბიზნესებს, ხელი შევუწყოთ მათ ციფრულ ტრანსფორმაციას და „მწვანე ზრდას“, და ასევე დავეხმაროთ კომპანიებს წვდომა ჰქონდეთ სხვადასხვა წყაროებიდან ფინანსების მოზიდვაზე“, – განაცხადა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურებას საქართველოში ასევე მხარს უჭერს Small Business Impact Fund-ი.
ცნობისთვის, EBRD წამყვანი ინვესტორი ინსტიტუტია საქართველოში. ქვეყანაში ოპერირების დაწყებიდან, ევროპულმა ბანკმა საქართველოში 4.2 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განახორციელა 262 პროექტში, როგორც საფინანსო, ასევე კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სექტორებში.