EBRD: ქართულ საბანკო სექტორში მესამე მსხვილი ბანკის გამოჩენა კარგი იქნებოდა

EBRD: ქართულ საბანკო სექტორში მესამე მსხვილი ბანკის გამოჩენა კარგი იქნებოდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში მესამე მსხვილი ბანკის შემოსვლის შესაძლებლობას დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ამის შესაძლებლობა დღეს ნაკლებია. EBRD-ის რეგიონალური წარმომადგენელი ბრუნო ბალვანერა ამბობს, რომ ორ მსხვილ ბანკს ბაზარზე უკვე აქვს მსხვილი წილი დაკავებული, რაც ახალი ბანკის შემოსვლის შესაძლებლობას ზღუდავს.

“EBRD საქართველოში სტაბილურ საბანკო სექტორს უკვე წლებია მხარს უჭერს. 2008 წელს, გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და რუსეთთან კონფლიქტის დროს, საკმაოდ დიდი წნეხი იყო საბანკო სექტორზე. ამ დროს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ორი ქართული ბანკის კაპიტალიზაციას შეუწყო ხელი, – თიბისისა და საქართველოს ბანკის.დღეს ბაზარზე ორი მსხვილი და რამდენიმე მცირე ზომის ბანკია. ვფიქრობ, რომ ბაზარზე არის ადგილი მესამე მსხვილი ბანკისთვისაც, თუმცა ვერ ვხედავ ამ მცირე ბანკების კონსოლიდაციის შესაძლებლობას. ჩვენ მივესალმებოდით კიდევ ერთი მსხვილი ბანკის გამოჩენას ბაზარზე, თუმცა მას გაუჭირდებოდა ბაზარზე შემოსვლა, რადგან, ორ ბანკს უკვე აქვთ საკმაოდ მსხვილი წილი საბანკო ბაზარზე”, – ამბობს ბრუნო ბალვანერა.