რეიტინგი: ყველაზე ეფექტიანად მართული კომპანიები და მათი დირექტორები

რეიტინგი: ყველაზე ეფექტიანად მართული კომპანიები და მათი დირექტორები
ეს კომპანიები და მათი მენეჯმენტი 2023 წელს მაღალი ფინანსური შედეგებითა და უკუგებით გამოირჩეოდნენ. თუმცა უკუგებაზე გავლენას არა მხოლოდ მენეჯერული გადაწყვეტილებები ახდენს, არამედ ისეთი ფაქტორებიც, როგორებიცაა კომპანიის მასშტაბი, საქმიანობის სფერო, განვითარების ეტაპი და სხვა. ჩვენი მიზანია, სწორედ ამ გარე ფაქტორების გამორიცხვით შევაფასოთ წმინდად მენეჯმენტის გავლენა. წარმოგიდგენთ საუკეთესო მაჩვენებლის მქონე 50 კომპანიასა და ხელმძღვანელს.

რედაქტორი: შოთა დიღმელაშვილი; კვლევის ხელმძღვანელი: ეგნატე შამუგია; დამატებითი რეპორტინგი: კახი ჩაკვეტაძე

მეთოდოლოგია

ყველაზე ეფექტიანად მართული კომპანიების რეიტინგი კომპანიის მენეჯერული გადაწყვეტილებების წარმატების საზომის, აქტივებზე უკუგების სიდიდეს ეფუძნება. ეფექტიანობის შესაფასებლად გამოყენებულია სტანდარტიზებული ქულა. კერძოდ, თითოეული კომპანიის ხელმძღვანელის ქულის გამოსათვლელად, აქტივებზე უკუგებიდან, გამორიცხულია მასზე გავლენის მქონე  სხვადასხვა ფაქტორი (მაგ. კომპანიის ზომა, ასაკი, სექტორი და ა.შ.). სხვა ფაქტორების გავლენის გამოსარიცხად გამოყენებული რეგრესული ანალიზით შეფასებულია მათი პარამეტრები.  

რეიტინგის მომზადებისთვის კომპანიების ბაზა შედგენილია  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონით განსაზღვრული პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებსა და Forbes Georgia-ს „საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიან კომპანიებზე“ დაყრდნობით. რეიტინგში წარმოდგენილია 50 საუკეთესო შეფასების მქონე კომპანიიის ხელმძღვანელი 2023 წლის მდგომარეობით. კომპანიის მმართველად მიჩნეულია სამეწარმეო რეესტრში მითითებული „დირექტორი“ ან „გენერალური დირექტორი“, ან „პრეზიდენტი“.    

სრული მეთოდოლოგია იხილეთ ბმულზე


ᲜᲐᲗᲘᲐ ᲙᲐᲮᲘᲫᲔ
ᲛᲐᲒᲗᲘᲙᲝᲛᲘ / ᲢᲔᲚᲔᲙᲝᲛᲣᲜᲘᲙᲐᲪᲘᲐ

მაგთიკომი მობილური ოპერატორების საბაზრო წილით ლიდერი კომპანიაა. ის 1996 წელს დაარსდა და დღეს თითქმის 2.5 მლნ მომხმარებელს აერთიანებს, რაც საქართველოს მთლიანი ბაზრის 41%-ია. მაგთიკომს ნათია კახიძე ხელმძღვანელობს.  

2023 წელს კომპანიის წმინდა მოგება 361.3 მლნ ლარი იყო, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით 17.3%-ით არის გაზრდილი. ამ პერიოდში არა მხოლოდ მოგება, არამედ კომპანიის მოგებიანობის დონეც გაუმჯობესდა. მაგალითად, 2023 წელს კაპიტალზე უკუგება 36.1%-დან 41.2%-მდე გაიზარდა, ხოლო აქტივებზე უკუგება  – 32.1%-დან 35.3%-მდე. 


ᲒᲘᲝᲠᲒᲘ ᲢᲧᲔᲑᲣᲩᲐᲕᲐ
MERCEDES-BENZ GEORGIA / ᲐᲕᲢᲝᲕᲐᲭᲠᲝᲑᲐ, ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

ამ სახელის უკან 1996 წელს დაფუძნებული შპს აკა არის, რომლის საქმიანობაც ავტომობილებით ვაჭრობას და მათ მომსახურებას უკავშირდება. კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ტყებუჩავაა.  

კომპანიისთვის 2023 წელი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან წინა წელთან შედარებით წმინდა მოგება 78.2%-ით გაიზარდა. 2023 წელს Mercedes-Benz Georgia“-ს წმინდა მოგებამ 33.6 მლნ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში არსებითად გაუმჯობესდა კომპანიის ძირითადი ფინანსური პროპორციები. კომპანიის აქტივებზე უკუგება 25.7%-დან 36%-მდე გაიზარდა, ხოლო 37.3%-დან 41.7%-მდე ზრდა იყო კაპიტალზე უკუგების შემთხვევაში.  


ᲞᲐᲐᲢᲐ ᲦᲐᲫᲐᲫᲔ
ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲓᲐᲖᲦᲕᲔᲕᲐ / ᲓᲐᲖᲦᲕᲔᲕᲐ

მიუხედავად იმისა, რომ ახალია და მხოლოდ 2014 წლიდან არსებობს, „თიბისი დაზღვევა“ მცირე ზომისა და უხვი მოთამაშის მქონე, სადაზღვევო სექტორში ზრდის დინამიკით გამორჩეული კომპანიაა. 2023 წელს კომპანია ბაზრის 23.3%-იან წილს იკავებდა. ის მომხმარებლებს ავტომობილის, ჯანმრთელობის, მოგზაურობისა და ქონების დაზღვევას სთავაზობს. 2023 წლის მდგომარეობით კომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციას  პაატა ღაძაძე იკავებდა. 

2023 წელს კომპანიის წმინდა მოგება 20.7%-ით გაიზარდა, რაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს 20.7 მლნ ლარს შეადგენდა. ამ პერიოდში კომპანიამ 19.8%-ით მეტი პრემია მოიზიდა, თუმცა 2022 წელთან შედარებით მოგებიანობა მცირედით ნაკლები იყო. 2023 წელს აქტივებზე უკუგება 19.8% იყო, რაც წინა საანგარიშო პერიოდში 19.6%-ს შეადგენდა. 2023 წელს კაპიტალზე უკუგება 50.6%-დან 49.8%-მდე შემცირდა. 


ᲛᲐᲠᲘᲜᲐ ᲒᲘᲝᲠᲒᲐᲫᲔ
ᲑᲐᲓᲐᲒᲝᲜᲘ / ᲐᲚᲙᲝᲰᲝᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲡᲛᲔᲚᲔᲑᲘ

„ბადაგონი“ 2003 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის გენერალური დირექტორი მარინა გიორგაძეა.  კომპანია კახეთის რეგიონში ღვინოს აწარმოებს და ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე ღვინის ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი. „ბადაგონისთვის“ 2023 წელი არსებითი ზრდის პერიოდი იყო.

2023 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 11.2 მლნ ლარი შეადგინა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 1.7 მლნ ლარი იყო (ომის ეფექტი). საანგარიშო პერიოდში აქტივებზე უკუგება 3.1%-დან 15.2%-მდე გაიზარდა, ხოლო კაპიტალზე უკუგების მაჩვენებელი 7%-დან 34.5%-მდე იყო გაუმჯობესებული. ომამდე, 2021 წელს, კომპანიის კაპიტალზე უკუგების მაჩვენებელი 19.6% იყო, ხოლო აქტივებზე  –  9.1%.   


ᲔᲠᲛᲘᲚᲔ ᲡᲣᲚᲐᲫᲔ
ᲘᲣ ᲯᲘ ᲗᲘ / ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲔᲑᲘ

კომპანიის საქმიანობა 1997 წლიდან იწყება.  მისი გენერალური დირექტორი ერმილე სულაძეა. საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზარზე წარმოდგენილი „იუ ჯი თი“ მომხმარებელს ფართო სპექტრის მომსახურებას სთავაზობს.

2023 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 32.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით 23.5%-ით მეტია. 2023 წელს კომპანიის ძირითადი ფინანსური პროპორციები მაღალ ნიშნულზე იყო შენარჩუნებული. ამ პერიოდში აქტივებზე უკუგება 29.5%-დან 31%-მდე გაუმჯობესდა, ხოლო კაპიტალზე უკუგების ნიშნული 80.6%-დან 85.2%-მდე გაიზარდა. 



#მმართველი / კომპანიაქულადაარსების წელი
1ნათია კახიძე
მაგთიკომი / ტელეკომუნიკაცია
0,4501996
2გიორგი ტყებუჩავა
Mercedes-Benz Georgia / ავტოვაჭრობა/მომსახურება
0,3991996
3პაატა ღაძაძე
თიბისი დაზღვევა / დაზღვევა
0,3932014
4მარინა გიორგაძე
ბადაგონი / ალკოჰოლური სასმელები
0,3932003
5ერმილე სულაძე
იუ ჯი თი / საინფორმაციო ტექნოლოგიები
0,3911997
6ვლადიმერ ხრიკაძე
EPAM Georgia / საინფორმაციო ტექნოლოგიები
0,3642020
7ვახტანგ საძაგლიშვილი
Sharm / დისტრიბუცია
0,3602000
8გიორგი ბარათაშვილი
ალდაგი / დაზღვევა
0,3261998
9დავით ჟღენტი
New Road / მშენებლობა
0,3232010
10დავით ალავიძე
GDM / დისტრიბუცია
0,3042005
11რევაზ დარჩიძე
DAR BUILDING / მშენებლობა
0,3032013
12ირაკლი ახვლედიანი
ორი ნაბიჯი / სუპერმარკეტები
0,3012009
13ნათია გარგულია
ყვარლის ბაგა / სოფლის მეურნეობა
0,2942010
14იოსებ ორჯონიკიძე
King David / უძრავი ქონება
0,2942009
15თემურ უსტიაშვილი
GT Group / ავტოვაჭრობა/მომსახურება
0,2892005
16ზურაბ რამაზაშვილი
მარანი / ალკოჰოლური სასმელები
0,2891996
17ველი დინჩელი
ლომისი / ალკოჰოლური სასმელები
0,2801997
18პაატა ლომაძე
ჯი პი აი / დაზღვევა
0,2782001
19დავით მამულაიშვილი
სილქნეტი / ტელეკომუნიკაცია
0,2762009
20ბესარიონ ბაჯელიძე
ლაქი ჰაუსი / მშენებლობა
0,2692016
21ლაშა გოცირიძე
აგროჰაბი / სუპერმარკეტები
0,2572015
22ლევან ჯანყარაშვილი
GRC / წარმოება
0,2522003
23ზაურ ელიზბარაშვილი
ელიზი ჯგუფი / დისტრიბუცია
0,2421998
24გიორგი მარგველაშვილი
თბილღვინო / ალკოჰოლური სასმელები
0,2411996
25გიორგი წივწივაძე
თოდუას კლინიკა / ჯანდაცვა
0,2351999
26ირაკლი ხატიაშვილი
TBC PAY / ფინანსები
0,2312008
27სოსო მურღულია
ინტერნეიშნლ მარკეტინგ & თრეიდინგ / დისტრიბუცია
0,2302016
28დიმიტრი ჯორბენაძე
ავერსის კლინიკა / ჯანდაცვა
0,2282000
29ორჰან ოღრუნჩი, ონურ სეზერი, გია ლომინაძე
აჭარა ტექსტილე / წარმოება
0,2172008
30გიორგი კვარაცხელია
ლილო მოლი / უძრავი ქონება
0,2161995
31არჩილ გაჩეჩილაძე
საქართველოს ბანკი / ფინანსები
0,2091995
32დირკ არნო ლიპერი
GWS / ალკოჰოლური სასმელები
0,2091995
33თემურ ჭყონია, თენგიზ კაპანაძე
მაკდონალდსი / კვება
0,2071997
34ვიგენი ბაღდასაროვი
Georgian Card / ფინანსები
0,2061997
35ვახტანგ ბუცხრიკიძე
თიბისი ბანკი / ფინანსები
0,1991996
36ერეკლე გამყრელიძე
ლაქტალის ჯორჯია / დისტრიბუცია
0,1932011
37ირაკლი გოგოლიშვილი
ანაგი / მშენებლობა
0,1911995
38გიორგი კასრაძე
ელთ ბილდინგი / მშენებლობა
0,1902015
39ოთარ დარჩიძე
მოდუსი / საცალო ვაჭრობა
0,1872006
40ვახტანგ ლეჟავა
თავისუფალი უნივერსიტეტი / განათლება
0,1821995
41პალ ჯესპერ ფონ ბაჰრი, მარტინ ოლოფ კარლესუნდი
ევოლუშენ ჯორჯია / საინფორმაციო ტექნოლოგიები
0,1822017
42გიორგი მელანაშვილი
ავერსი ფარმა / ფარმაცევტული საქმე
0,1811999
43კახა ჭოველიძე
ალტა / საცალო ვაჭრობა
0,1811998
44ანდრო თევზაძე
გეფა / ფარმაცევტული საქმე
0,1791995
45მედეა ქაჯაია
მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი / ჯანდაცვა
0,1732015
46ვასილი ხორავა
ვისოლი / ბენზინგასამართი სადგურები
0,1702000
47სიაოწინ შაო
ჰუალინგი / უძრავი ქონება
0,1662012
48მალხაზ საბაძე
დემასი / საცალო ვაჭრობა
0,1622000
49გივი კერესელიძე
სვის კაპიტალი / ფინანსები
0,1622009
50ალექსანდერ მირონენკო, მათიას მიულერი
მეიჯერელ საქართველო / საინფორმაციო ტექნოლოგიები
0,1612016
შენიშვნები
1. ფილიპ მორისი ამოღებულია, რადგან მისი ერთადერთი დისტრიბუტორი ჯიდიაია. შესაბამისად, ეს უკანასკნელი ბაზარზე პროდუქციის გაყიდვას უზრუნველყოფს და რეიტინგის განსაზღვრაში მონაწილეობს.
2. რეიტინგი არ მოიცავს სახელმწიფო კომპანიებს ან მათ წილობრივ მონაწილეობას.
3. ტოიოტა კავკასია ამოღებულია, რადგან ის ფლობს ექსკლუზივს და აწვდის ავტორიზებულ დილერებს, რომლებიც პროდუქტის რეალიზებას ახორციელებენ. სწორედ ეს დილერებია შეყვანილი რეიტინგში.

 

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი