ეკონომიკის დარგში 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა ცნობილია

ეკონომიკის დარგში 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა ცნობილია

ცოტა ხნის წინ ეკონომიკის დარგში 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინეს. პრესტიჟული ჯილდო ბენ ბერნანკემ, დუგლას დაიმონდმა და ფილიპ დიბვიგმა დაიმსახურეს. ეკონომიკის მიმართულების მეცნიერებს ნობელის პრემია ბანკებსა და ფინანსურ კრიზისებზე ჩატარებული კვლევისათვის მიენიჭათ.

მეცნიერებმა 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის ეფექტები შეისწავლეს. „მიმდინარე წლის ლაურეატების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებით ფინანსურ კრიზისებთან გამკლავებას უფრო ეფექტიანად შევძლებთ“, – ნათქვამია ნობელის პრემიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული პრიზი, ფორმალურად, შვედეთის ცენტრალური ბანკის, The Sveriges Riksbank-ის პრემია გახლავთ. შეგახსენებთ, 2022 წლის ნობელის პრემია უკვე გაიცა მშვიდობის, ლიტერატურის, ქიმიის, ფიზიკისა და ფიზიოლოგია-მედიცინის დარგში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *