ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას ამერიკული მსხვილი კომპანიების ნაწილი 2021 წლის პირველი ნახევრის შედეგების გაასაჯაროებს, მათ შორის, არის General Motors-ი, CVS Healt-ი, Eli Lilly. როგორც Credit Suisse-ის ანალიტიკოსები ამბობენ, S&P 500 ინდექსის ზრდა მიმდინარე წელს საერთაშორისო კომპანიების შემოსავლების მიმართ მაღალმა მოლოდინებმა განაპირობა. ამიტომაც დიდი ზომის კომპანიების შემოსავლების მონაცემები ინვესტორებისა და ბირჟებისთვის მუდმივი ყურადღების ეპიცენტრშია. ამასთან, მიმდინარე კვირაში ამერიკაში ივნისის სავაჭრო ბალანსს გამოაქვეყნებენ, ასევე ცნობილი გახდება უმუშევრობის განაცხადების განახლებული მაჩვენებელი.

ჩინეთში კი მიმდინარე კვირას ინვესტორები PMI-მონაცემებს დააკვირდებიან, ვინაიდან იზრდება ნეგატიური მოლოდინები მსოფლიოში რიგით მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის აღდგენის შენელების შესახებ.

მიმდინარე კვირასვე, ინგლისის ცენტრალური ბანკი შეხვედრას გამართავს. როგორც მოსალოდნელია, ოფიციალური პირები 2021 წლის ინფლაციის პროგნოზს გაზრდიან, თუმცა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები კვლავ ბუნდოვანია, ვინაიდან ქვეყანაში კორონავირუსის დელტა შტამი სწრაფად ვრცელდება.

ამასთან, 2 აგვისტოს კვირაში ესპანეთი უმუშევრობის დონის განახლებულ მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. იტალიაში კი ივნისის რიტეილ-გაყიდვები გამოქვეყნდება. ხოლო კანადასა და საფრანგეთში ივნისის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი.

საქართველოში მიმდინარე კვირას უნდა ველოდოთ შემდეგი ეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნებას:

02 აგვისტო – სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი მაჩვენებლები, 2020 წელი

03 აგვისტო – სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2021 წლის ივლისი)

04 აგვისტო – სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლები, დანაშაულების სტატისტიკა (2021 წლის I-II კვარტალი)

04 აგვისტო – ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2021 წლის მაისი).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *