ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას აშშ-ის სენატში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წარდგენილ $1.9-ტრილიონიან ეკონომიკური დახმარების პაკეტს უყრიან კენჭს. ამის შემდეგ ის თავად პრეზიდენტს გადაეგზავნება, რომელიც იმედოვნებს, რომ დამტკიცებულ პაკეტს ხელს 14 მარტამდე მოაწერს. როგორც ეკონომისტები ამბობენ, დახმარების პაკეტი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესს ხელს შეუწყობს, თუმცა ოპტიმიზმს ამცირებს ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი ზრდა.

ინვესტორები მიმდინარე კვირას დაელოდებიან ამერიკის ინფლაციის განახლებული მაჩვენებლის გამოქვეყნებას. თუ ინფლაცია გაიზარდა, ეს ფასების მორიგ ზრდას გამოიწვევს.

პარალელურად, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასი იკლებს. ინვესტორები მსჯელობენ, არის თუ არა ფასების კლება მათთვის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი აქცია შეიძინონ, თუ კიდევ უფრო მეტი კლებაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება ევროპას, მიმდინარე კვირას, ხუთშაბათს, ევროპის ცენტრალური ბანკის შეხვედრა გაიმართება, გადაწყვეტილების მიმღები პირები შეაფასებენ იმ ზარალს, რაც ეკონომიკას ლოქდაუნების შედეგად მიადგა. გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი ბანკის ახალ კვარტალურ პროგნოზს გამოაქვეყნებს.

გარდა ამისა, ევროზონაში მოსალოდნელია ინდუსტრიული წარმოების იანვრის მაჩვენებლების გამოქვეყნებაც, რაც, ანალიტიკოსების მოლოდინით, შემცირებული იქნება.

პარალელურად, მიმდინარე კვირას დიდ ბრიტანეთში იანვრის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოქვეყნდება. არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ მკვეთრი კლებაა მოსალოდნელი, ვინაიდან წლის დასაწყისშივე ბრიტანეთს საყოველთაო ლოქდაუნის გამოცხადება მოუწია, ამას ემატება ბრექსიტის ეფექტებიც.

გარდა ამისა, ამ კვირაში, შვეიცარიასა და კანადაში უმუშევრობის განახლებულ მონაცემებს გაასაჯაროებენ, იაპონიაში კი გასული წლის მეოთხე კვარტალის მშპ-ი გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *