Encanto-ს ჰიტი Billboard Hot 100-ის ლიდერი გახდა

Encanto-ს ჰიტი Billboard Hot 100-ის ლიდერი გახდა

“We Don’t Talk About Bruno,” ჰიტი ანიმაციური ფილმის Encanto-ს საუნდტრეკიდან, ორშაბათის მონაცემებით, Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე მოხვდა. ის Disney-ის ანიმაციური ფილმებიდან მეორე სიმღერაა, რომელმაც ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

“We Don’t Talk About Bruno“, ლინ-მანუელ მირანდას, მიუზიკლ Hamilton-ის შემქმნელის პირველი სიმღერაა. Billboard-ის თანახმად, ამ დრომდე ერთადერთი სიმღერა Disney-ის ანიმაციური ფილმიდან, რომელმაც ჩარტში პირველ ადგილს მიაღწია, “A Whole New World” იყო, 1992 წლის ანიმაციური ფილმ Aladdin-იდან. “Bruno”-ს სტრიმმა 21-დან 27 იანვრის განმავლობაში 34,9 მილიონი შეადგინა.

Encanto-ს სიმღერამ ჩარტში ადელის “Easy On Me” ჩაანაცვლა, რომელიც ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში ლიდერის პოზიციას იკავებდა. Encanto-ს საუნდტრეკმა კი ბოლო სამი კვირის განმავლობაში ლიდერობა არ დათმო Billboard 200-ის რეიტინგში, რომელიც ალბომების კომერციულ წარმატებას ასახავს. მან ადელის ალბომი „30“, ექვსკვირიანი პირველობის შემდგომ ჩაანაცვლა. Encanto-ს საუნდტრეკიდან Hot 100-ში მოხვდა შვიდი სხვა სიმღერა, მათ შორის “Surface Pressure”, რომელმაც მე-9 ადგილი დაიკავა.

“We Don’t Talk About Bruno” ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული TikTok-ზე გახდა. Encanto-მ, ოქროს გლობუსის 2022 წლის დაჯილდოებაზე, საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა, თუმცა საუნდტრეკების კატეგორიაში No Time To Die-სთან დამარცხდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *