აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას შეეძლო უფრო „აგრესიული“ ყოფილიყო ვაქცინების მწარმოებლებთან კომუნიკაციაში, რათა თავიდან აეცილებინათ ვაქცინების დეფიციტი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების დეფიციტი რაღაც დონეზე გარდაუვალი იქნებოდა, აშშ-ის მაინც ჰქონდა შესაძლებლობა უფრო მეტი დოზა დაეზღვია ქვეყნისთვის.
„ჩემი აზრით, ჩვენ შეგვეძლო ცოტა უფრო მეტად აგრესიულად გვეწარმოებინა მოლაპარაკებები კომპანიებთან, რათა უფრო მეტი დოზა ვაქცინა მიგვეღო. მაგრამ ახლა, ესაა, რაც გვაქვს“, – გააცხადა ფაუჩიმ.
ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაციამ Moderna-სა და Pfizer/BioNtech-ისგან ჯამში 400 მლნ დოზა ვაქცინა მოიპოვა. ბაიდენის ადმინისტრაცია კი ახლა ცდილობს მოლაპარაკებები აწარმოოს ამავე კომპანიებთან ჯამში 100 მლნ დოზა ვაქცინის მოსაპოვებლად. ფაუჩის თქმით, ვაქცინაციის პროცესი რამდენიმე თვეში დაჩქარდება, მას შემდეგ რაც მარტსა და აპრილში დამატებითი დოზები შევა ქვეყანაში.
ამდრომდე კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 30.8 მილიონმა ამერიკელმა გაიკეთა. ეს ქვეყნის მოსახლეობის 9%, ხოლო მოწყვლადი ჯგუფების 25%-ია.