ექვსი გლობალური ინვესტორის კონსორციუმმა $20.7 მილიარდიან შეთანხმებას მიაღწია აბუ-დაბის ნაციონალურ ნავთობკომპანიასთან (ADNOC). ამის შესახებ CNBC იტყობინება. შეთანხმების ფარგლებში ჯგუფი $10.1 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს ნავთობკომპანიის 59%-იანი წილის შეძენის მიზნით. თავად ADNOC-ი აქციების 51%-ს იტოვებს.
აღნიშნული გარიგება ენერგოსექტორში 2020 წელს მსოფლიოს ყველაზე მსხვილ გარიგებად არის ცნობილი. ეს ასევე ნაწილია არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ნავთობკომპანიის სტრატეგიისა, რაც უცხოური კაპიტალის მოზიდვას და აქტივების ღირებულების მაქსიმიზაციას ითვალისწინებს.
ექვს ინვესტორს შორის არიან ამერიკული საინვესტიციო ფონდი Global Infrastructure Partners-ი, აქტივების მმართველი კომპანია Brookfield Asset Management-ი, სინგაპურის სუვერენული ფონდი GIC, ონტარიოს მასწავლებლების საპენსიო ფონდი, სამხრეთკორეული ფინანსური ინვესტიციების მართვის კომპანია NH Investment & Securities-ი და იტალიური ენერგოკომპანია Snam-ი.
“ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ამ შეთანხმების მიღწევით და მსოფლიოს წამყვანი ინფრასტრუქტურულ და ინსტიტუციურ ინვესტორებთან პარტნიორობის დაწყებით“, – განაცხადა ADNOC-ის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა სულთან ალ-ჯაბერმა.
მისივე თქმით, შეთანხმება მათ საშუალებას მისცემს დააფინანსონ ისეთი ნაბიჯები, რაც გაზრდის შემოსავალს.