ერთ თვეში ლარი 4,4%-ით გაუფასურდა

ერთ თვეში ლარი 4,4%-ით გაუფასურდა

სექტემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.8 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.9 პროცენტით გაუფასურდა. 

აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.4274-დან 2.4767- მდე შეიცვალა, ანუ გაუფასურდა 2 პროცენტით. ოქტომბერში ლარის კურსის დოლარის მიმართ, 4,4%-ით გაუფასურდა და 2.4767-დან 2.5873-მდე შეიცვალა. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის სექტემბერში 2016 წლის სექტემბერთან შედარებით რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 5.3 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 5.6 პროცენტით გაუფასურდა. 

სავაჭრო პარტნიორთაგან სექტემბერში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 6.2 პროცენტზე მაღალი იყო უკრაინაში – 16.4 პროცენტი, აზერბაიჯანში – 12.5 პროცენტი, თურქეთში – 11.2 პროცენტი. 

საქართველოზე დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა რუსეთში – 3 პროცენტი, აშშ-ში – 2.2 პროცენტი, ევროზონაში – 1.5 პროცენტი და სომხეთში 1.0 პროცენტი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *