ტექნოლოგიური კომპანიების აქციები ერთგვარ “ბუშტში არიან მოქცეული”, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ბუშტი მალე გასკდება, – ამის შესახებ აცხადებს Stanhope Capital-ის საინვესტიციო დირექტორი ჯონათან ბელი.
S&P 500-ის ინდექსი ამ კვირას 4%-ით შემცირდა, რაც ბელის ვარაუდს ამყარებს, რომ საფონდო ბირჟა ამ მდგომარეობიდან ჯერ ვერ გამოვა. გარდა ამისა, Stanhope Capital-ის საინვესტიციო დირექტორი ამბობს, რომ ინვესტორთათვის ყველაზე მეტად რეკომენდებული კომპანიები Aplhabet-ი, Apple-ი, Amazon-ი, Microsoft-ი და Facebook-ია. Მან ასევე ხაზი გაუსვა აღნიშნული კომპანიების კოლექტიურ მოგებას პანდემიის დროს.
ცნობისთვის, Amazon-ის აქციები წელს 78%-ით გაიზარდა, Apple-ის 65%-ით, Netflix-ის 59%-ით, Facebook-ის 38%-ით, ხოლო Alphabet-ის 19%-ით. ჯონათან ბელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა “დიდი ხუთეული”, რომლებიც აშშ-ის ბაზრის 20%-ს წარმოადგენენ. ამასთან, აშშ-ის ბაზრის სიდიდიდან გამომდინარე, ეს ტექნოლოგიური კომპანიები MSCI მსოფლიო ინდექსის 12%-ს წარმოადგენენ.