2018 წელს ქართველი მოგზაურებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულება შენგენის წევრ ქვეყნებს შორის გერმანია იყო.
ერთ წელში გერმანიაში 83 068 ქართველი გაემგზავრა. საზღვრის კვეთაზე უარი კი 271-ს უთხრეს. წლიურად ყველაზე მეტ ქართველს უარი შესვლაზე იტალიამ უთხრა. კერძოდ, 341 პირს.
ევროკავშირის ქვეყნებიდან, ყველაზე ნაკლები ქართველი სამოგზაუროდ ისლანდიაში დადის, სადაც 1 წელში 83 ქართველი გაემგზავრა ოთხს კი შესვლაზე უარი ეთქვა.
შენგენის წევრი 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტმა ქართველმა იმოგზაურა შემდეგია:
გერმანია
გაემგზავრა – 83 068
უარი ეთქვა – 271
იტალია
გაემგზავრა – 55 047
უარი ეთქვა – 341
საბერძნეთი
გაემგზავრა – 41 573
უარი ეთქვა – 147
ესპანეთი
გაემგზავრა – 30 622
უარი ეთქვა – 111
საფრანგეთი
გაემგზავრა – 30 214
უარი ეთქვა – 150
პოლონეთი
გაემგზავრა – 28 524
უარი ეთქვა – 186
უნგრეთი
გაემგზავრა – 15 254
უარი ეთქვა – 136
ჩეხეთი
გაემგზავრა – 12 016
უარი ეთქვა – 10
კვიპროსი
გაემგზავრა – 11 001
უარი ეთქვა – 316
ავსტრია
გაემგზავრა – 11 836
უარი ეთქვა – 7