ევროპის ბანკები დივიდენდების გაცემაზე უარს ამბობენ. შემდეგი შესაძლოა ბონუსები იყოს. ამის მიზეზი კაპიტალის ბუფერის დაცვაა. ეს ყველაფერი კი კორონავირუსის გამო სწრაფად გაუარესებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია. მარეგულირებლები კრედიტორებს მოუწოდებს წინდახედულობა გამოიჩინონ კაპიტალის დახარჯვის დროს, ვინაიდან რეგიონი ყველაზე მძიმე რეცესიის საფრთხის წინაშეა.
“ბანკებმა, აქციონერებმა, მენეჯერებმა, რისკების მიმღებლებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა ვითარების გადახედვაში, თუ სად ვართ ახლა ჩვენ და უნდა ეცადონ შეინარჩუნონ, რაც შეიძლება მეტი კაპიტალი“, – განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ანდრეა ენრიამ, – “ჩვენი რეკომენდაცია ბანკებისადმი არის ის, რომ იყვნენ ძალიან ზომიერები ბონუსებთან დაკავშირებით“, – დასძინა მან.
დივიდენდების შემცირების პარალელურად, ესპანური ბანკები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომელთა დაახლოებით 300-მა ტოპ-მენეჯერმა 2020 წლის ბონუსებზე უარი თქვა. ასევე Credit Suisse-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა თომას გოტშტეინმა განაცხადა, რომ კრედიტორებმა შესაძლოა 2020 წელს სოლიდარობის მიზნით, სხვადასხვა ანაზღაურების შემცირების გადაწყვეტილება მიიღონ.
ამასთან, ესპანურმა ბანკმა Banco Santander-მა განაცხადა, რომ მაგალითად თავმჯდომარემ და CEO-მ გადაწყვიტეს თავიანთი ხელფასების ნახევარი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოახმარონ.