ევროპის ეკონომიკა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისიდან სამჯერ უფრო სწრაფად გამოვა, ვიდრე 2008 წლის კრიზისის დროს გამოვიდა. ამის შესახებ Morgan Stanley-ის ანალიტიკოსები აცხადებენ.
შეგახსენებთ, ევროპაში ინფექციის გავრცელების მეორე ტალღაა, რის გამოც დაწესებულია შეზღუდვები და ლოქდაუნები. შექმნილი მდგომარეობა კი ბუნებრივია ეკონომიკური აქტივობის მორიგ შეფერხებას იწვევს. თუმცა, Morgan Stanley-ში ამბობენ, რომ 2021 წელს ეკონომიკის აღდგენას უნდა ველოდოთ კონტინენტზე.
“2021 წლის გაზაფხულზე, როგორც მოსაოდნელია იქნება ეფექტური ვაქცინა, ამიტომაც ჩვენ ველოდებით რომ გაიზრდება მოთხოვნა და აღდგება ეკონომიკა“, – აცხადებენ ანალიტიკოსები.
შეგახსენებთ, ევროზონაში 2020 წლის მეორე კვარტალში მშპ 11%-ით შემცირდა და ეს პირველმა ლოქდაუნებმა გამოიწვია. თუმცა, მესამე კვარტალში გაიზარდა 12%-ით, როცა ლოქდაუნები თითქმის არ იყო.
როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მომხმარებელთა სურვილი რომ დახარჯონ და ასევე დაზოგონ თანხები, ეკონომიკური აღდგენის პროცესს დაეხმარება.