FeedC-ის დამფუძნებელი და Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებული ნიკო კვარაცხელია გარდაიცვალა

FeedC-ის დამფუძნებელი და Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებული ნიკო კვარაცხელია გარდაიცვალა

ქართული სოციალური ქსელი Feedc-ის დამფუძნებელი და Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებული ნიკო კვარაცხელია გარდაიცვალა.

ნიკოს 15 სექტემბერს, ნიკოლაძის ქუჩაზე თავდასხმისას, რამდენჯერმე ესროლეს. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმების განცხადებით, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობების გამო, მიუხედავად ექიმების მცდელობისა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ნიკო კვარაცხელიას Forbes-ის ერთგული მკითხველი უკვე იცნობს, ის  30 Under 30 სიის წევრია. რამდენიმე წლის წინ მან საქართველოში შექმნა მრავალფუნქციური სოციალური მედიის პლატფორმა Feedc, რომელიც 250,000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს. Alexa.com-ის მონაცემებით, პლატფორმა ვებზე ე.წ „ტრაფიკის“ მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ყველა საიტთან მიმართებაში, მე-20 ადგილზეა.

Forbes Georgia წარმოგიდგენთ ჩანაწერებს Forbes კვირისა და საქმიანი დილის არქივებიდან.

Forbes Georgia გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ნიკო კვარაცხელიას ტრაგიკული დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და კოლეგებს. ის 30 Under 30 საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი დანაკარგია, მისი ენთუზიაზმი, იდეები და ხედვა ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს ჩაუყრიდა საფუძველს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *