საკრედიტო რეიტინგების წამყვანმა სააგენტო Fitch Ratings-მა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი ერთი პუნქტით (AA+)-მდე შეამცირა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ აშშ-ის მთავრობა, თეთრი სახლი და მსხვილი ინვესტორები გაანაწყენა.
Fitch-მა აშშ-ის მთავრობის საკრედიტო რეიტინგის AAA-დან ჩამოქვეითება ქვეყანაში ფისკალური დეფიციტის მზარდი მაჩვენებლით ახსნა. შემცირების შესახებ პირველი განცხადებები Fitch Ratings-მა მაისში გაავრცელა. ამერიკელი კანონმდებლები ამ პერიოდში სახელმწიფო ვალის ჭერის ზრდის პერსპექტივებზე მსჯელობდნენ.
Fitch-ის მიერ რეიტინგის შემცირებას აშშ-ის სახაზინო მდივანი, ჯანეტ იელენიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფინანსური ინსტიტუტის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა. მისი განმარტებით, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები კვლავ მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო და ლიკვიდური აქტივია.
საინტერესოა, რომ ამ გადაწყვეტილებით აშშ-ს დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა. ინვესტორები რისკების შეფასებისას გრძელვადიან პერიოდში სწორედ აღნიშნული რეიტინგებით ხელმძღვანელობენ. თუმცა, ანალიტიკოსებისა და ფინანსისტების მოსაზრებით, ამ გადაწყვეტილებამ ინვესტორების გადაწყვეტილებებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა მოახდინოს.