Fitch-მა Energo-Pro Georgia-ს რეიტინგი დაუდასტურა

Fitch-მა Energo-Pro Georgia-ს რეიტინგი დაუდასტურა

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა Energo-Pro Georgia-ს გრძელვადიანი რეიტინგი BB დონეზე პროგნოზით “სტაბილური”  დაუდასტურა.

სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ რეიტინგზე გავლენას ახდენს კომპანიის მონოპოლიური მდგომარეობა საქართველოში და მისი მფლობელი კომპანიის მდგრადობა.

კომპანია კომუნალური ჯგუფის ENERGO-PRO-ს მფლობელობაშია. ენერგო-პრო ჯგუფი აერთიანებს ელექტროენერგიის გენერაციისა და დისტრიბუციის ობიექტებს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთში, საქართველოში და თურქეთში.

EPG საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამანაწილებელი კომპანიაა, რომელსაც ბაზრის 46% უკავია ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით. 

ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ კომპანიის ტარიფები ძლიერ ცვლილებას განიცდის, რისი მიზეზიც ლარის გაუფასურებაა. 2016 წლის ბოლო კომპანიის ვალის 96% უცხოურ ვალუტაში იყო დენომინირებული (უმეტესად დოლარსა და ევროში), ამიტომ Fitch აღნიშნავს, რომ სავალუტო რყევები კომპანიისთვის რისკს წარმოადგენს, რადგან მისი შემოსავლები ლარშია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *