წლის ბოლომდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.6 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს

წლის ბოლომდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.6 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს

7 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10.1 მილიარდი ლარია დახარჯული (გადახდილი გადასახდელების ჯამური მოცულობა), რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის წლიური გეგმის შესასრულებლად 31 დეკემბრამდე 1.6 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს.

წლის ბოლომდე დაახლოებით მილიარდი ლარის მიმდინარე ხარჯები უნდა დაიფაროს (ხელფასები, პენსიები, ჯანდაცვა, სუბსიდიები და ა.შ.), 154 მლნ ლარი არაფინანსური აქტივების ზრდაზე (ინფრასტრუქტურაზე) უნდა დაიხარჯოს, 346 მლნ ფინანსური აქტივების ზრდაზე (სესხების გაცემა, ფასიანი ქაღალდების შეძენა და სხვა), ხოლო 105 მლნ წინა წლებში აღებული ვალის დაფარვაზე.

მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით თუ ვნახავთ, მნიშვნელოვანი თანხები შემდეგ უწყებებს აქვთ დასახარჯი: ჯანდაცვის სამინისტრო – 282 მლნ ლარი, ეკონომიკის სამინისტრო – 180 მლნ ლარი, განათლების სამინისტრო – 163 მლნ ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 152 მლნ ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 106 მლნ ლარი, თავდაცვის სამინისტრო – 84 მლნ ლარი, ენერგეტიკის სამინისტრო – 69 მლნ ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტრო – 64 მლნ ლარი.

ცხრილი: ბიუჯეტის გადასახდელების (მთლიანი ხარჯების) შესრულება 7 დეკემბრის მდგომარეობით, მლნ ლარი

დასახელება

გეგმა

გადახდა

დასახარჯი

გადასახდელები

11720

10106

1614

   მიმდინარე ხარჯები

9239

8229

1010

   არაფინანსური აქტივების ზრდა

974

820

154

   ფინანსური აქტივების ზრდა

984

638

346

   ვალის დაფარვა

523

418

105

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *