Forbes: 2022 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალები

Forbes: 2022 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალები

სპორტი – მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიაა, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, მასში ჩართული ადამიანებისთვის მეტად შემოსავლიანიც არის. სამწუხაროდ, სპორტსმენი კაცებისა და ქალების მიერ მიღებულ ანაზღაურებას შორის სხვაობა ჯერ კიდევ დიდია, მაგრამ მიუხედავად ამისა, სპორტული საქმიანობით ფულის შოვნა და, მარტივად რომ ვთქვათ, სპორტით ცხოვრების საშუალება – ქალებსაც და კაცებსაც თანაბრად აქვთ. სპორტით და ფინანსებით, რომლებიც ამ ინდუსტრიაში ტრიალებს, ცხადია, განსაკუთრებითაა დაინტერესებული მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემა, ამერიკული Forbes-ი, რომელმაც, ტრადიციულად, მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი ქალების რეიტინგი შეადგინა.

მიმდინარე წლის რეიტინგში კვლავაც ჩოგბურთელები დომინირებენ, რაც უცნაური და მოულოდნელი სულაც არ არის – სპორტის ეს სახეობა ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან სფეროდ მიიჩნევა როგორც ქალებში, ასევე კაცებში. იმ დროს, როცა სპორტის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ათლეტმა, ამერიკელმა ჩოგბურთელმა, სერენა უილიამსმა პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, სპორტიდან მიღებული მისი ჯამური მონაგარი $260 მილიონად იყო შეფასებული – ამგვარად ის ორი სპორტსმენი ქალიდან ერთი იყო, რომლებიც ამერიკის უმდიდრესი თვითშემდგარი ქალების რეიტინგში მოხვდნენ. სხვათა შორის, მეორეც წარმატებული ჩოგბურთელი იყო, სახელდობრ მარია შარაპოვა.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ უშუალოდ სპორტიდან მიღებული შემოსავლების გარდა, რომლებიც ძირითადად ხელფასით და ტურნირებში გამომუშავებულ თანხებში გამოიხატება, სპორტსმენები ფულს სხვადასხვა პარტნიორობებითაც შოულობენ, მოედნისა თუ კორტის გარეთ. სხვათა შორის, ხშირად, სპორტული მოედნის გარეთ მიღებული შემოსავალი ხელფასს და ტურნირებში გამომუშავებულ თანხას დიდად აღემატება. აი, სწორედ ასეთი მდგომარეობაა სერენა უილიამსის შემთხვევაშიც, რომელმაც კარიერის განმავლობაში $450 მილიონის გამომუშავება შეძლო, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა სპორტსმენი ქალის შემთხვევაში.

თუმცა სერენა უილიამსის ფენომენი მხოლოდ ფინანსური წარმატებით არ გამოიხატება – ბოლო წლებში, დიდწილად მისი შესანიშნავი კარიერისა და შეუპოვარი ხასიათის გამო, ამერიკელი ჩოგბურთელი სპორტის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა და არაერთი ახალგაზრდა შთააგონა, რომ ცხოვრება ჩოგბურთს და ზოგადად სპორტს დაუკავშიროს. აი, სწორედ ამ ტენდენციას წარმოაჩენს მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალების წლევანდელი რეიტინგი: სიაში მოხვედრილმა ოცდახუთმა ქალმა, ჯამში, $285 მილიონი გამოიმუშავა. ცხადია, საერთო შემოსავლის დიდი ნაწილი კონცენტრირებულია პირველ ათეულში მყოფ სპორტსმენებში – საუბარია $167 მილიონზე. წლევანდელ რეიტინგს $51.1-მილიონიანი შემოსავლით იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა ლიდერობს, რომელსაც კვალდაკვალ ამერიკელი სერენა უილიამსი მიჰყვება, $41.3-მილიონიანი შემოსავლით.

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალების 2022 წლის რეიტინგს, რომელზეც ამერიკულმა Forbes-მა იმუშავა, ჟურნალის ქართულენოვანი რედაქცია უცვლელად გთავაზობთ:

#1: ნაომი ოსაკა – $51.1 მილიონი

სპორტი: ჩოგბურთი
მოქალაქეობა: იაპონია
ასაკი: 25
გამომუშავება სპორტით: $1.1 მილიონი
გამომუშავება სხვა საქმიანობით: $50 მილიონი

ფოტო: International Olympic Committee
#2: სერენა უილიამსი – $41.3 მილიონი

სპორტი: ჩოგბურთი
მოქალაქეობა: აშშ
ასაკი: 41
გამომუშავება სპორტით: $0.3 მილიონი
გამომუშავება სხვა საქმიანობით: $41 მილიონი

ფოტო: Bradley Kanaris/Getty Images
#3: ეილინ გუ – $20.1 მილიონი

სპორტი: სათხილამურო ფრისტაილი
მოქალაქეობა:  ჩინეთი
ასაკი: 19
გამომუშავება სპორტით: $0.1 მილიონი
გამომუშავება სხვა საქმიანობით: $20 მილიონი

ფოტო: Jemal Countess—Getty Images for TIME
#4: ემა რადუკანუ – $18.7 მილიონი

სპორტი: ჩოგბურთი
მოქალაქეობა:  ბრიტანეთი
ასაკი: 20
გამომუშავება სპორტით: $0.7 მილიონი
გამომუშავება სხვა საქმიანობით: $18 მილიონი

ფოტო: Theo Wargo / Getty Images
#5: იგა შვიანტეკი – $14.9 მილიონი

სპორტი: ჩოგბურთი
მოქალაქეობა:პოლონეთი
ასაკი: 21
გამომუშავება სპორტით: $9.9 მილიონი
გამომუშავება სხვა საქმიანობით: $5 მილიონი

ფოტო: Robert Prange / Getty Images
#6: ვენუს უილიამსი – $12.1 მილიონი

სპორტი: ჩოგბურთი
მოქალაქეობა:  აშშ
ასაკი: 42
გამომუშავება სპორტით: $0.1 მილიონი
გამომუშავება სხვა საქმიანობით: $12 მილიონი

ფოტო: Robert Prange
#7: კოკო გაუფი – $11.1 მილიონი

სპორტი: ჩოგბურთი
მოქალაქეობა: აშშ
ასაკი: 18
გამომუშავება სპორტით: $3.1 მილიონი
გამომუშავება სხვა საქმიანობით: $8 მილიონი

ფოტო: Arielle Bobb-Willis / The New York Times
#8: სიმონ ბაილსი – $10 მილიონი

სპორტი: ტანვარჯიში
მოქალაქეობა: აშშ
ასაკი: 25
გამომუშავება სპორტით: $0
გამომუშავება სხვა საქმიანობით: $10 მილიონი

ფოტო: Lindsey Wasson / Reuters
#9: ჯესიკა პეგულა – $7.6 მილიონი

სპორტი: ჩოგბურთი
მოქალაქეობა:  აშშ
ასაკი: 28
გამომუშავება სპორტით: $3.6 მილიონი
გამომუშავება სხვა საქმიანობით: $4 მილიონი

ფოტო: GiveMeSport 
#10: მინჯი ლი – $7.3 მილიონი

სპორტი: გოლფი
მოქალაქეობა: ავსტრალია
ასაკი: 26
გამომუშავება სპორტით: $4.8 მილიონი
გამომუშავება სხვა საქმიანობით: $2.5 მილიონი

ფოტო: GolfDigest
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *