Forbes: ევროპის ათი ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქი

Forbes: ევროპის ათი ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქი

ევროპის კონტინენტი გამორჩეულია ისეთი დიდი და ხალხმრავალი ქალაქებით, როგორებიცაა პარიზი, ამსტერდამი, ბერლინი და რომი. თუმცა, ევროპის აღმოჩენა არა მხოლოდ რეგიონის ხმაურიან დედაქალაქებში, არამედ ხშირად, მის ყველაზე პატარა ქალაქებშია შესაძლებელი, რომლებსაც, ყველაზე მეტად, მათი კულტურა და არქიტექტურა განასხვავებთ. ამერიკულმა Forbes-მა, ევროპის ათი ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქის სია შეადგინა.

ჩესკი-კრუმლოვი, ჩეხეთი
UNIVERSAL IMAGES GROUP VIA GETTY IMAGES

სამხრეთ ბოჰემიას რეგიონში მდებარე ჩესკი-კრუმლოვი, კარგად შემონახული არქიტექტურით, ელეგანტური ბარებითა და ცენტრალურ ევროპაში, შუა საუკუნეების ციხესიმაგრეების ერთ-ერთი უდიდესი კომპლექსით გამოირჩევა. მეცამეტე საუკუნით დათარიღებული ციხესიმაგრე გოთური, რენესანსისა და ბაროკოს ელემენტების ნაზავია, ხოლო მე-16 საუკუნის სასტუმრო Růže, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული მამულია. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის ძველი ქალაქი იუნესკოს სიაშიცაა შეტანილი.

ერისაირა, პორტუგალია
UNIVERSAL IMAGES GROUP VIA GETTY IMAGES

დასავლეთ პორტუგალიის მეთევზეთა სოფელი, ევროპაში არსებული მხოლოდ ორი, მსოფლიო სერფინგის რეზერვიდან, ერთ-ერთია, კარგ მდგომარეობაში მყოფი პლაჟებისა და ჩემპიონი ინსტრუქტორების დამსახურებით. თუმცა, ამასგარდა, ერისაირას მომხიბლავი არქიტექტურა და რესტორნების მრავალფეროვნება, ოკეანის ხედები და გამაჯანსაღებელი პროგრამა გამოარჩევს.

ბოლსენა, იტალია
DE AGOSTINI VIA GETTY IMAGES

ჩრდილოეთ ლაციოს ვიტერნოს რეგიონში მდებარე ქალაქი ტოსკანას წააგავს, თუმცა, ნაკლებად ხალხმრავალია. კარგად შემონახული ძველი ქალაქია, შთამბეჭდავი ეკლესიებით, სასახლეებითა და მოედნებით. ახლომდებარე ტბა ბოლსენა ყველაზე დიდი ვულკანური ტბაა ევროპაში, კარგია ცურვისთვის და მტკნარი წყლის თევზის მუდმივი მარაგითა გამორჩეული.

ჰალ-ინ-ტიროლი, ავსტრია
GETTY IMAGES

ქალაქი ტიროლის ალპებში, ინსბრუკის მახლობლად ლამაზად აღდგენილი შუა საუკუნეების ცენტრით (რაც მას ტიროლის უდიდეს ძველ ქალაქად აქცევს), გრანდიოზული ციხესიმაგრით და ზარაფხანით გამოირჩევა, სადაც მსოფლიოში პირველი ტალერი (ვერცხლის მონეტა) მოიჭრა. ქალაქის კულტურული კალენდარი მოიცავს ტიპურ დღესასწაულებს, როგორიცაა საშობაო ბაზრობა და აღდგომის ფესტივალი და ნაკლებად ტიპურ, რადიშის ფესტივალს.

რონდა, ესპანეთი
LIGHTROCKET VIA GETTY IMAGES

ანდალუსიის ქალაქი რონდა, ღრმა ხეობის ორივე მხარესაა განლაგებული. „ახალი ქალაქი“ ნაწილობრივ თარიღდება მე-15 საუკუნით, ხოლო ძველი ქალაქი მავრიტანული პერიოდით. ესპანურ ქალაქს ამშვენებს პუენტე ნუევო, ქვის ხიდი, რომელიც ორივე მხარეს აკავშირებს და მე-18 საუკუნის, ხარების რინგის ადგილად ქცეული მუზეუმი.

სტარა-ლუბოვნა, სლოვაკეთი
GETTY

1292 წლიდან დათარიღებული ისტორიით, მდინარისპირა ქალაქი ტურისტებს ისტორიის, კულტურისა და ბუნების ნაზავია – ეს ტერიტორია კარგია ლაშქრობისა და სხვა ქალაქგარე აქტივობებისთვის. კულტურული პროგრამა მოიცავს ციხესიმაგრეების მონახულების დღეებს, რომლებიც ლუბოვნას ციხესიმაგრეში ტარდება, შუაზაფხულის ცეცხლის ფესტივალსა და წმინდა ჰუმბერტის ფესტივალს, რომელიც ღია ცის ქვეშ მუზეუმში ტარდება.

კოხემი, გერმანია
FLICKR VISION

მდინარისპირა ქალაქი დამსვენებელს ფერადი, ზღვისპირა შენობებითა და შთამბეჭდავი, მე-11 საუკუნის ციხესიმაგრით, რაიხბურგის კოხემით ხიბლავს. ქალაქი განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე, მდინარის გვერდით, ულამაზესი ხედებით კი, სასტუმრო Moselromantik-ი გამოირჩევა.

ბაიბერი, ინგლისი
UNIVERSAL IMAGES GROUP VIA GETTY IMAGES

ბრიტანეთის ერთ-ერთ უძველეს პატარა ქალაქს ქოთსუოლდის ხიბლი დაკრავს, სიმწვანე და ძველი ქვის სახლებიც გამოარჩევს. დიდი პოპულარობით სარგებლობს მე-17 საუკუნით დათარიღებული ფეიქრების კოტეჯები და ძველი სკოლის პაბები, როგორიცაა მაგალითად მე-15 საუკუნის Catherine Wheel-ი.

სიბიუ, რუმინეთი
UNIVERSAL IMAGES GROUP VIA GETTY IMAGES

ევროპის ყოფილი კულტურული დედაქალაქი, ტრანსილვანიის ქალაქი სიბიუ, ცნობილია თავისი გერმანული არქიტექტურით და მე-12 საუკუნის საქსონელი დევნილების მემკვიდრეობით. კარგად არის შემონახული იუნესკოს სიაში შეტანილი ისტორიული ცენტრის შუასაუკუნოვანი კედლეები, კოშკები და მოედნები. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა თუჯის „ტყუილების ხიდი“, რომლის სახელიც მომდინარეობს ლეგენდიდან, რომ ამ ხიდზე, შეყვარებულების მიერ ერთმანეთისთვის მიცემული დაპირებები, სიცრუე აღმოჩნდებოდა ხოლმე.

რეინი, ნორვეგია
AFP VIA GETTY IMAGES

არც ისე ჩრდილოეთით რეინედან, მუნიციპალიტეტი კუნძულ მოსკენესოიაზე, ლოფოტენის არქიპელაგში, არქტიკული წრის ზემოთ. კუნძული იდეალურია ჩრდილოეთის განათების ანდაც შუაღამის მზის ჩასვლის სანახავად. რეინის გამოარჩევს ნამდვილი მეთევზეთა სოფელიც, რაც საკმაოდ იშვიათია თანამედროვეობაში და მთელს მსოფლიოში და მის ფოტოებს ხშირად შეხვდებით სხვადასხვა რეკლამასა და ჟურნალში, მთელს მსოფლიოში.

ბონიფაციო, საფრანგეთი
UNIVERSAL IMAGES GROUP VIA GETTY IMAGES

საფრანგეთის კუნძულ კორსიკის სამხრეთ წვერზე. ბონიფაციო ცნობილია ნავმისადგომითა და შუა საუკუნეების ციტადელით. მე-13 საუკუნის Bastion de l’Etendard-ში განთავსებულია მუზეუმი, სადაც შესაძლებელია ქალაქის შესახებ გამოფენების დათვალიერება, იქვეა დაუსახლებელი ლავეცის კუნძულები, გრანიტის ლოდების ნაკრძალითა და ქვიშიანი პლაჟებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *