როგორც ჩანს, ახალი iPhone 12, წლის ყველაზე კონკურენტული ფასის მქონე სმარტფონია. ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს.
ახალ iPhone 12-თან ერთად, Apple ახალ 20-ვატიან დამტენს სთავაზობს მომხმარებელს. USB-C პორტის წყალობით, ახალი iPhone-ის დამტენს კონკურენტი კომპანიების ტელეფონის დამუხტვაც შეეძლება.
ახალი iPhone 12 Pro-სა და iPhone 12 Pro Max-ს განახლებული ეკრანი და დისპლეი ექნება. ამ სიახლით კი, Apple-ი წარმატებით დაეწევა კონკურენტ კომპანიებს. ასევე, ამბობენ, რომ ახალ iPhone 12-თან ყუთში დამტენი არ იქნება, მხოლოდ USB-C კაბელი; ხოლო 20-ვატიანი დამტენის შეძენა მომხმარებელს ცალკე შეეძლება.
თუმცა, ყველაზე დიდი სიახლე მაინც დანაზოგია. ახალი iPhone 12, $50-ით იაფია, ვიდრე წინა მოდელი. ამასთან ერთად, წინა ტელეფონს დამატებითი $50 დამტენისთვის ესაჭიროებოდა. ამრიგად, 10-12%-თ უფრო ჩქარ დამტენთან ერთად, მომხმარებელი $100-საც დაზოგავს და უახლესი ეკრანის დისპლეითაც ისიამოვნებს.