Forbes-ი ამერიკის მომავალი ტოპ-CEO-ების სიას აქვეყნებს

Forbes-ი ამერიკის მომავალი ტოპ-CEO-ების სიას აქვეყნებს

Forbes-ი გენერალური დირექტორების (CEO) მომავალი თაობის სიას აქვეყნებს. ამ ადამიანებიდან კომპანიის ტოპ-პოზიციაზე ჯერ არც ერთი არ მუშაობს, თუმცა, Forbes-ის რედაქციისა და შესაბამისი ექსპერტების აზრით, მათ აშშ-ის წამყვანი კომპანიების სათავეებში ძალიან მალე ვიხილავთ.

საინტერესოა, რომ მომავალ CEO-თა 50 ადამიანისგან შემდგარ სიაში ნახევარზე მეტი – 29 ადამიანი – ქალია.

სიაში სხვა მრავალ წარმატებულ და დიდი პოტენციალის მქონე ადამიანს შორის შევხვდებით: Pfizer-ის ვაქცინის განყოფილების უფროსს, ანგელა ჰუანგს, რომელიც კომპანიაში სიმსივნესა და სხვადასხვა ინფექციური დაავადების სამკურნალო საშუალებებზე მომუშავე ჯგუფებსაც ხელმძღვანელობს. 2020 წელს ჰუანგის 26,000-კაციანი გუნდის გაყიდვებმა $42 მილიარდი შეადგინა;

ეშლი მაკევოის, რომელიც ამჟამად Johnson & Johnson-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია;

ბოზომა სენტ ჯონს, რომელიც ბოლო ორი ათწლეულია, წამყვანი კომპანიების ბრენდების განვითარებაზე ზრუნავს. ამჟამად ის Netflix-ში, კომპანიის ბრენდის  Disney-ის, Apple-ისა and Amazon-ის მსგავსი ძლიერი კონკურენტებისგან გამორჩევაზე მუშაობს. აქამდე ის მსგავს პოზიციებს იკავებდა Uber-ში, Apple-სა და PepsiCo-ში;

ადამ მოსერის, რომელიც Facebook-ის Instagram-ის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ამ პოზიციაზე დაწინაურებამდე მოსერი Facebook-ის News Feed-ის განვითარებაზე მუშაობდა და ასევე იყო Facebook-ის მობილური აპლიკაციის დირექტორი.

სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ. აღსანიშნავია, რომ 50 წევრისაგან შემდგარი სია არ არის რანჟირებული და, შესაბამისად, კანდიდატთა რიგითობას მნიშვნელობა არა აქვს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.