აიღეთ თქვენთვის სასურველი ფერის ციფრული ბარათი

აიღეთ თქვენთვის სასურველი ფერის ციფრული ბარათი

თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკში უკვე შესაძლებელია განახლებული დიზაინის ციფრული ბარათების მომენტალურად გააქტიურება. ციფრული ბარათები 6 განსხვავებული ფერისაა და მათ მომხმარებლები საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩევენ.

ინოვაციური პროდუქტი, რომელიც თიბისიმ Visa-სთან ერთად მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად შექმნა, პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. ციფრული ბარათით შესაძლებელია თანხის გადახდა პოს-ტერმინალებზე, ონლაინ ვაჭრობისას, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.

ციფრული ბარათის უპირატესობებია:

  • ციფრული ბარათის გააქტიურება შესაძლებელია მომენტალურად;
  • მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;
  • მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;
  • ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;

ციფრული ბარათის  შეკვეთა  და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკიდან  ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და ამისათვის მომხმარებელს ლოდინი არ უწევს. ბარათი მომენტალურად, მოთხოვნისთანავე აქტიურდება.

ციფრული ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.tbcbank.ge

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *