Forbes-მა 50 ბლოკჩეინ-კომპანიის მეორე ყოველწლიური სია გამოაქვეყნა, რომელშიც Bitfury-ც შედის

Forbes-მა 50 ბლოკჩეინ-კომპანიის მეორე ყოველწლიური სია გამოაქვეყნა, რომელშიც Bitfury-ც შედის

Forbes-მა მეორე 50 ბლოკჩეინ-კომპანიის ყოველწლიური სია გამოაქვეყნა, რომელში შემავალი ორგანიზაციები ისეთი კრიპტოვალუტების ტექნოლოგიებს იყენებენ, როგორიცაა მაგალითად ბითკოინი და ამას იყენებენ იმისათვის, რომ დააჩქარონ ბიზნესის პროცესები, გაზარდონ გამჭვირვალობა და პოტენციურად დაზოგონ მილიარდობით დოლარი. წლევანდელ სიაში ისეთი ცნობილი ბრენდებიც შევიდნენ, როგორიცააა, მაგალითად Amazon-ი, BMW-ი, Microsoft-ი, JPMorgan-ი და Google-ი. ასევე სიაში შესულია კრიპტოვალუტის რამდენიმე სტარტაპი, მაგალითად Bitfury-ი, Coinbase-ი და Ripple-ი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინდუსტრიაში.

“ბლოკჩეინის 2020 წლის სიაში შესული 50 კომპანია ამტკიცებს იმას, რომ არა მხოლოდ მსოფლიო ორგანიზაციები აგრძელებენ ბითკოინის ტექნოლოგიების გამოყენებას, არამედ ბევრი ბლოკჩეინ-პროექტი უკვე გასცდა თეორიულ ან სატესტო ეტაპს და დაიწყო რეალური ტრანზაქციების განხორციელება, თანხების დაზოგვა და სხვა სარგებლის მიღება”, – წერს ამერიკული Forbes-ის ერთ-ერთი რედაქტორი მაიკლ დელ კასტილო.

50-ეულში შემავალი ბლოკჩეინ-კომპანიები სხვადასხვა ინდუსტრიებს მოიცავენ და აქტიურად ახორციელებნ ინვესტიციებს ტექნოლოგიებში, რათა გააუმჯობესონ თავიანთი ბიზნესები. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ფინანსური კომპანიები, მათ შორის Credit Suisse-ი, Citigroup-ი და JPMorgan Chase-ი სიაში დომინირებენ, თუმცა, 50-ეულში არიან სხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიებიც, მაგალითად, Nestle-ც და Walmart-იც.

სრული სია წარმოდგენილია ამ ბმულზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *