Ford-ის საოპერაციო შემოსავლები 2/3-ით დაეცა

Ford-ის საოპერაციო შემოსავლები 2/3-ით დაეცა

Ford-ის საოპერაციო შემოსავლები 2/3-ით დაეცა. როგორც კომპანიაში განაცხადეს, გასული წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში კომპანიის საოპერაციო შემოსავალი $485 მილიონი იყო, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი წლის დასაწყისში $1.5 მილიარდს შეადგენდა.

მიმდინარე წელს კომპანიას დიდი დანახარჯები ექნება იქიდან გამომდინარე, რომ აპირებს F-150 პიკაპების და Mustang Mach-E-ს ახალი მოდელების  გამოშვებას. ასევე, Ford-ი აგრძელებს მილიარდების დახარჯვას თვითმართვადი ავტომობილების წარმოებისთვის. ხოლო 2021 წლისთვის გეგმავს გააცოცხლოს Ford Bronco.

“საბაზრო მოლოდინები Ford-თან დაკავშირებით საკმაოდ დაბალია”, – განაცხადა Morningstar-ის ავტოანალიტიკოსმა დევიდ ვისტონმა.

თუმცა, როგორც Credit Suisse-ის ანალიტიკოსი დენ ლევი წერს, მიმდინარე წელი Ford-ისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან მან უფრო კარგი შედეგები უნდა აჩვენოს აღმასრულებელი დირექტორის ჯიმ ჰეკეტის მოდერნიზაციის გეგმების წყალობით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.