Macy’s-ი 125 მაღაზიის დახურვას აპირებს

Macy’s-ი 125 მაღაზიის დახურვას აპირებს

ამერიკული მაღაზიათა ქსელი Macy’s-ი მომდევნო სამი წლის განმავლობაში 125 მაღაზიის დახურვას აპირებს. ამის მიზეზი გახდა ის, რომ მომხმარებლები ხშირად ონლაინ ყიდულობენ საჭირო პროდუქციას და ამისათვის მათ სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში სტუმრობა არ სჭირდებათ.

შექმნილი პრობლემების გამო, Macy’s-ი გეგმავს სამუშაო ადგილების დაახლოებით 2000-ით შემცირებასაც. გარდა ამისა, ხურავენ რამდენიმე ოფისს, მათ შორის ცინცინატიში მდებარე ოფისს, სადაც კომპანია 1994 წლის შემდეგ იმყოფებოდა. Macy’s-ის სათავო ოფისი ნიუ-იორკში იქნება.

Macy’s-ი 1858 წელს დაარსდა და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მსხვილ ქსელს წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.