Fuckup Nights Tbilisi ბრუნდება!

Fuckup Nights Tbilisi ბრუნდება!

სტარტაპ ბიურო მარცხის ისტორიების საღამოს 32-ე გამოშვებას ალდაგთან ერთად ჩაატარებს.

ღონისძიების მთავარი მესიჯი ალდაგის ახალი სლოგანი „ბოლო კეთილია“ გახლავთ.

ჩვენ გვჯერა, რომ მარცხი არ არის დასასრული, ეს არის გზა წარმატებისკენ. მთავარია დაიჯერო, რომ შეძლებ, წამოდგე, გააგრძელო წინსვლა და ბოლო აუცილებლად კეთილი იქნება.

ღონისძიების სპიკერები არიან:

ლევან წულაძე – რეჟისორი, კინომსახიობი, „თეატრი სახელოსნო 42“-ის დამფუძნებელი.

ნიკოლოზ გოგოჭური – ანტრეპრენიორი, VRex Immersive-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Neuropilot VR-ის თანადამფუძნებელი.

ნინო მენთეშაშვილი – კომპანია FEDEX-ის წარმომადგენლობის დირექტორი.

თინათინ რუხაძე – ანტრეპრენიორი, კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია ეისითის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.

აღნიშნული ღონისძიება დახურულია და მასზე დასწრება მხოლოდ სპეციალური მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი.

ღონისძიების მოდერატორია – დავით ბაღაშვილი, მედია ანტრეპრენიორი და სტარტაპ კონსულტანტი.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: სტარტაპ ბიურო და ალდაგი

პროექტის მხარდამჭერები არიან: ეფეს საქართველო • Efes Georgia, Loialté • ლოიალტე , კონტრაქტორი • contractor , GEC Consulting

S