G&T: აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან $550 მილიონის შემოსავალი მიიღო

G&T: აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან $550 მილიონის შემოსავალი მიიღო

Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აგვისტოში საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურ ჭრილში 5.2%-ით გაიზარდა და 550 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეს, Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ამ პერიოდში ქვეყანამ ტურიზმიდან 2.9 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. ეს წლიურ ჭრილში 34.7%-იან ზრდას გულისხმობს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივლისის თვეში საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურ ჭრილში 11.2%-ით გაიზარდა და 530 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, აგვისტოში ივლისთან შედარებით ქვეყანამ ტურიზმიდან 20 მილიონი აშშ დოლარით მეტი შემოსავალი მიიღო.