სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსების ოთხი ახალი კომპონენტი ამოქმედდა: სახელმწიფო პროგრამა – „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“, ბიზნეს უნივერსალი, ბიზნეს ექსპორტი, აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარება.
„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელწიფო პროგრამა მრავალშვილიან ოჯახებს (3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი) ან მათ, ვისაც 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის ბავშვი ყავს, 60 თვის მანძილზე იპოთეკური სესხის სუბსიდირების საშუალებას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში იპოთეკური სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, კომერციული ბანკის მიერ გაიცემა. სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარს შეადგენს. გაცნობებთ, რომ პროგრამა ერთჯერადი ხასიათისაა და ბენეფიციარს, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად, პროგრამაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ შეუძლია.
ამასგარდა, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საქართველოში მეწარმეობის განვითარების, საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის შესაბამისად სამი პროგრამა: ბიზნეს უნივერსალი, ბიზნეს ექსპორტი, აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარება ამოქმედდა. მნიშვნელოვანია, რომ სამივე პროგრამის ფარგლებში სესხის მინიმალური მოცულობა 50,000 ლარი, მაქსიმუმი კი 10 000 000 ლარია. ამასთან, აუცილებელია, რომ სესხის მინიმუმ 50% მიმართული იყოს ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, არაუმეტეს 50% კი საბრუნავი საშუალებების შესაძენად.
პროგრამებით სარგებლობისთვის, ყველა ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში შშმ პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით.
„აწარმოე საქართველოს“ მიერ ამოქმედებულ ოთხ ახალ კომპონენტს სრულად შეგიძლიათ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გაეცნოთ.