გაიგეთ როგორ აფასებენ საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლები ახალ ბიზნესნაკრებებს

გაიგეთ როგორ აფასებენ საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლები ახალ ბიზნესნაკრებებს

საქართველოს ბანკმა ბიზნესმომხმარებლებს 4 ბიზნესნაკრები — სასტარტო ბიზნესნაკრები, ნაკრები S, ნაკრები M და ნაკრები L შესთავაზა, იმისთვის რომ ბიზნესის მართვა უფრო მარტივი გახდეს და ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში იყოს ხელმისაწვდომი. ბიზნესნაკრებების მიზანია დამწყებ მეწარმეებს, სტარტაპებს, მცირე და საშუალო ბიზნესებს წინსვლასა და განვითარებაში შეუწყოს ხელი. თითოეული ნაკრები მომხმარებლებს შეღავათებს, უპირატესობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს. სასურველი ნაკრების გააქტიურება ბიზნესს საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე შეუძლია.

ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი კალეისი ერთ-ერთი პირველია, რომელიც საქართველოს ბანკის ბიზნესნაკრებს იყენებს. გამომდინარე იქიდან, რომ კალეისი აქტიურად ვითარდება და e-commerce-საც იყენებს, მათ არჩევანი სწორედ სასტარტო ბიზნესნაკრებზე შეაჩერეს.

“კალეისი 2018 წელს შეიქმნა და მას შემდეგ აქტიურად ვითარდება როგორც საქართველოს, ისე ესტონეთისა და ამერიკის ბაზრებზე. საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკს 2019 წლიდან ვიყენებთ, რადგან ეს პლატფორმა მომხმარებელზე ძალიან კარგად არის მორგებული და ბიზნესის მართვა ძალიან მარტივად და კომფორტულად ხდება. მას შემდეგ, რაც ფიზიკურ მაღაზიაში დავიწყეთ გაყიდვა, აუცილებელი გახდა ტერმინალის არსებობა, გადარიცხვების მარტივი მეთოდი, შემოსავლების კონტროლი და მომხმარებლებისთვის სხვადასხვა წამახალისებელი აქციის შეთავაზება. ამ ყველაფერს დაემატა e-commerce, სადაც ჩაშენდა საქართველოს ბანკის გადახდის სისტემა და რა თქმა უნდა, ერთ სივრცეში ამ ყველაფრის კონტროლი უდიდესი კომფორტია”, — ამბობს კალეისის დამფუძნებელი მარიამ ხუხუნაიშვილი.

თუ უცხოურ ბაზართან თქვენი ბიზნესიც თანამშრომლობს, სასტარტო ბიზნესნაკრების არჩევის შემთხვევაში ვალუტის სპეციალური კურსით ისარგებლებთ. ამასთანავე, სასტარტო ბიზნესნაკრები მულტისავალუტო ანგარიშსაც მოიცავს და საკომისიო 5 კომუნალურ გადასახადსა და ონლაინ გადარიცხვებს არ შეეხება.

“მცირე ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი სახის ხელშეწყობა. როცა ნაკრები პროდუქტებს უფასოდ გვთავაზობს, განაღდების მაღალ ლიმიტსა და სხვადასხვა უპირატესობას, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიმზიდველი და საინტერესო ხდება. პირველ რიგში, ნაკრების დახმარებით მიმცირდება საკომისიო გადასახადები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მივიღე სხვადასხვა შეთავაზებები უფასოდ ან საკმაოდ დიდი ფასდაკლებით, რაც ჩემი ბიზნესის განვითარებაში დამეხმარება. ახალ ობიექტზე შევძლებ დავდგა ტერმინალი 3 თვით უფასოდ, გამეზარდა განაღდების ლიმიტი და გადარიცხვების პროცესი გამიმარტივდა”, -აღნიშნავს მარიამი.

თუ თქვენი ბიზნესი განვითარების ეტაპზეა და საჭიროებებიც უფრო ბევრი გაქვთ, მაშინ თქვენს მოთხოვნებს M ბიზნესნაკრები შეესაბამება. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ გადარიცხვებს ყოველდღიურად იყენებთ და თანხის განაღდებაც ხშირად გჭირდებათ, M ბიზნესნაკრების გააქტიურების შემდეგ უცხოურ ვალუტაში ტრანზაქციებზე შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლებთ, თვეში 10 კომუნალურს კი საკომისიოს გარეშე გადაიხდით.

ამ და სხვა უპირატესობების გამო, ატელიე პალეკარტმა M ნაკრები უკვე გაააქტიურა. პალეკარტი კაცის ტანსაცმლის ქართული ბრენდი და ატელიეა, რომელიც ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. ბრენდი კაცებს ყოველდღიური კლასიკური სტილის (ე.წ Casual Elegance) ტანისამოსს, აქსესუარებს და ფეხსაცმელებს სთავაზობს როგორც კოლექციების მიმართულებით, ასევე ინდივიდუალური კერვის სერვისით.

“საქართველოს ბანკის ბიზნესინტერნეტბანკსა და მობილბანკს კომპანიის შექმნის დღიდან — 2020 წლიდან ვიყენებთ. გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი აპლიკაციის მარტივი და კომფორტული ფუნქციონალი იყო, რისი საშუალებითაც ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობა გაგვიმარტივდა. ძირითადი საჭიროებები არის ვალუტის სწრაფი კონვერტაცია და გადარიცხვები როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. M ბიზნესნაკრებში გაერთიანებული არის ყველა ის სერვისი, რომელსაც ვიყენებდით ცალ-ცალკე. ნაკრების გააქტიურებით კი, ეს პროცესი უფრო მარტივი და ფინანსურად ხელმისაწვდომი გახდა”, — ამბობს ნიკოლოზ რეხვიაშვილი.

ბიზნესნაკრები M გადახდების მენეჯერით სარგებლობის ფუნქციასაც მოიცავს. გადახდების მენეჯერი ის სივრცეა, საიდანაც ყველა გადარიცხვის ნახვა, დაგეგმვა და კონტროლი შეგიძლიათ. ამასთანავე, გადახდების მენეჯერით შეგიძლიათ გაიგოთ როგორ, როდის და რამდენს იხდიან თქვენი მომხმარებლები. როგორც ნიკოლოზმა აღნიშნა, გადახდების მენეჯერის ანალიტიკის გამოყენებას სამომავლოდ აქტიურად აპირებს, ამ ფუნქციით სარგებლობა კი M ბიზნესნაკრების გააქტიურების შემთხვევაში ბიზნესს მაშინვე შეუძლიათ. გარდა ამისა, ნაკრები ბიზნეს შეთავაზებებსაც მოიცავს, რათა ბიზნესმა სამომავლოდ უფრო წარმატებულად იმუშაოს. მაგალითად, ბუღალტრულ და საგადასახადო სერვისებზე 50%-მდე ფასდაკლების მიღებაა შესაძლებელი. “M ბიზნეს ნაკრები დაგვეხმარება სავაჭრო პროცესების ოპტიმიზაციაში, ასევე აქტიურად გამოვიყენებთ ბიზნესმენეჯერის ანალიტიკურ ფუნქციებს და მულტისავალუტო ანგარიშებს. ბიზნესნაკრების შერჩევის პროცესი იყო ძალიან მარტივი და ვფიქრობ, ნაკრები M ოპტიმალურად მოვარგეთ ჩვენი ბიზნესის საჭიროებებს”, — დასძინა ნიკოლოზ რეხვიაშვილმა.

თუ მსხვილი ბიზნესის მფლობელი ხართ და გადარიცხვები, თანხის კონვერტაცია ან განაღდება ყოველდღიურად გჭირდებათ, მაშინ L ნაკრები თქვენთვის საუკეთესო არჩევანია. საკონდიტრო ლაიმმა, რომელიც უკვე წლებია, საქართველოს ბაზარზე გამორჩეულ ადგილს იკავებს და მომხმარებელს დახვეწილი გემოების მქონე მაღალი ხარისხის ტკბილეულს სთავაზობს, ახლახან L ბიზნესნაკრები გაააქტიურა. როგორც საკონდიტროების ქსელ ლაიმის დამფუძნებელი ქრისტინე ბუბუნაშვილი აღნიშნავს, ამ არჩევანის მიზეზი L ბიზნესნაკრებში თავმოყრილი პროდუქტები და შეთავაზებებია.

“საქართველოს ბანკის ბიზნესინტერნეტბანკი მომხმარებლებთან უფრო გამარტივებულ კომუნიკაციაში გვეხმარება. აღსანიშნავია, რომ მისი მართვა მარტივია და იქ ყოველთვის საინტერესო და პროდუქტიული შეთავაზებები გვხვდება. ამჯერად, L ბიზნესნაკრები ავირჩიეთ, რადგან ეს ნაკრები ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენ ბიზნესმოთხოვნებს და ყველა საჭირო პროდუქტს და სერვისს აერთიანებს რაც სრულყოფილი საქმიანობისთვის არის საჭირო“ , — ამბობს ქრისტინე ბუბუნაშვილი.

ყველა სხვა ბიზნესნაკრებში შემოთავაზებულ უპირატესობებთან ერთად, L ბიზნესნაკრების მფლობელებისთვის თანხის განაღდების დღიური ლიმიტი 50 000₾-მდეა, ხოლო 15 კომუნალურ გადახდას კი საკომისიოს გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს ციფრული არხების მეშვეობით ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოება შეუძლიათ. მაგალითად, L ბიზნესნაკრების გააქტიურების შემთხვევაში, ავტომატურად ისარგებლებთ Ads მენეჯერით და შესაძლებლობა გექნებათ, საქართველოს ბანკის 1 300 000-ზე მეტი მომხმარებელს თქვენი სერვისი ან პროდუქტი შესთავაზოთ.

“ვფიქრობთ,სამომავლოდ ეს ბიზნესნაკრები დაგვეხმარება ისეთი პროცესების გამარტივებაში, როგორებიცაა თანხის გადარიცხვები ფიქსირებული საკომისიოთი და განაღდებები საკომისიოს გარეშე, ასევე ნაკრების მომხმარებლებისთვის ვალუტის სპეციალური კურსით სარგებლობაც შესაძლებელია. ბიზნესნაკრების არჩევა მოხდა შეთავაზების ფარგლებში საქართველოს ბანკის მხრიდან, რაც მობილბანკის მეშვეობით ძალიან მარტივი პროცესი იყო”, -აღნიშნა ქრისტინემ.

იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესნაკრებით უკვე სარგებლობთ და გაუმჯობესება გსურთ, ბიზნესმობილბანკიდან ახლის არჩევას ასევე მარტივად შეძლებთ. ამისთვის ბიზნესნაკრებების ჩამონათვალში ახალი ნაკრები უნდა აირჩიოთ და გააქტიურებას დააჭიროთ, შეცვლილი ნაკრები კი მეორე დღეს გაგიაქტიურდებათ.

საქართველოს ბანკის სხვა ბიზნესპროდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ აქ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელი, გახსენით ანგარიში სულ მარტივად ონლაინ. S