ჩინეთმა პაკისტანს $2-მილიარდიანი სესხი ერთი წლით გადაუვადა

ჩინეთმა პაკისტანს $2-მილიარდიანი სესხი ერთი წლით გადაუვადა

პაკისტანის ფინანსთა მინისტრის, შამშად ახტარის განცხადებით, ჩინეთმა პაკისტანისთვის გამოყოფილი $2-მილიარდიანი სესხის ვადა კიდევ ერთი წლით გააგრძელა. Geo News-ის ინფორმაციით, პეკინმა ისლამაბადს გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა. გავრცელებული ინფორმაციით, სესხს ვადა მარტში ეწურებოდა, თუმცა ის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა.

ცნობისთვის, პაკისტანის მთავრობამ გასულ წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან $3-მილიარდიანი სესხი აიღო. ქვეყანას ფინანსური კრიზისის შემდეგ დასტაბილურება გაურთულდა. პაკისტანის შემდეგი მთავრობის მთავარი ამოცანა კი სწორედ ამ მდგომარეობის გამოსწორება იქნება. საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Fitch-ის განმარტებით, პაკისტანმა უნდა შეძლოს ორ- და მრავალმხრივი პარტნიორობის გამოყენებით ფინანსების კონსოლიდირება.

საინტერესოა, რომ Kalkschmied-ის მონაცემებით, 2000-დან 2017 წლამდე ჩინეთს შუა კორიდორის პროექტის განვითარებისათვის საქართველოსთვის $400 მილიონამდე აქვს გამოყოფილი. გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ საქართველოს მთავრობამ ჩინეთისაგან შეღავათიანი დაკრედიტების დაპირება მიიღო, რაც ჩინური ბანკებისაგან სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სესხების აღებას გულისხმობს.