გაკოტრების საფრთხის წინაშე კიდევ ერთი ამერიკული რითეილერი დგას

გაკოტრების საფრთხის წინაშე კიდევ ერთი ამერიკული რითეილერი დგას

მაშინ როდესაც 10 მილიონზე მეტი მამაკაცი სამსახურის გარეშეა დარჩენილი, კიდევ მილიონობით კი სახლიდან მუშაობს, შესაძლოა მამაკაცის ტანსაცმლის გაყიდვებისთვის ეს საუკეთესო პერიოდი არც არის. CNN წერს რომ, Tailored Brands-ი, რომელიც აერთიანებს ბრენდებს Jos. A. Bank-ს, Men’s Wearhouse-ს და K&G-ს, შესაძლოა, მომდევნო ამერიკული მსხვილი რითეილერი გახდეს, რომელსაც გაკოტრება ემუქრება.

“კომპანიას გაკოტრების საკითხებში მრჩევლები ჰყავს უკვე რამდენიმე თვეა. ისინი სწავლობენ ყველა შესაძლოა ვარიანტს, ჯერ 100%-ით გადაწყვეტილი არაა რომ გაკოტრებაზე კეთდება განაცხადი, თუმცა, ამის შანსი მაღალია“, – განაცხადა რითეილსფეროში გაკოტრების ექსპერტმა რეშმი ბასუმ.

შეგახსენებთ, არაერთმა ამერიკულმა რითეილმა განაცხადა უკვე გაკოტრების შესახებ პანდემიის პერიოდში, მათ შორის არიან: J.Crew-ი, Neiman Marcus-ი და JCPenney-ი. ტანსაცმლის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებულია კრიზისის შედეგად, ვინაიდან დაეცა აღნიშნულ პროდუქციაზე მოთხოვნა. მაგალითად, Gap-მა რეკორდული ზარალის შესახებ განაცხადა. კომპანიის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში მან $932 მილიონი იზარალა.

სხვა კომპანიები, რომლებიც ასევე გაკოტრების პირას არიან, შემდეგია:  Ascena Retail Group-ი, რომელიც ფლობს Lane Bryant-ს, Justice-ს, Ann Taylor-ს და Dress Barn-ს.