“გაყინული 2-მა” 164 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო

“გაყინული 2-მა” 164 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო

უოლტ დისნეის ანიმაციურმა ფილმმა “გაყინული 2” (Frozen II), რომლის პრემიერაც მხოლოდ 5 დღის წინ შედგა, უკვე 164 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. შემოსავლების თვალსაზრისით, ეს არის მკვეთრი ნახტომი ფიმლის პირველ ნაწილთან შედარებით (Frozen I), რომლის შემოსავალიც 2013 წელს 93 მილიონი აშშ დოლარის იყო.

ანიმაციური ფილმის გლობალური პერემიერა დაახლოებით ერთ კვირაშია დაგეგმილი. ექსპერტების გათვლებით “გაყინული 2” მსოფლიო ბაზრებიდან 452 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალს მიიღებს.

“გაყინული 2” არის სტუდია დისნეის 2013 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმ “გაყინულის” მეორე ნაწილი, რომელიც ორი დის ისტორიას მოგვითხრობს, დედოფალ ელზაზე და პრინცესა ანაზე. დედოფალ ელზას სტიქიის მართვა შეუძლია, ხოლო პრინცესა ანას ნებისმიერი გაყინული გულის გალღვობა.