გასულ წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 10%-ით შემცირდა

გასულ წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 10%-ით შემცირდა

2017 წელს საქართველოს რკინიგზამ 10,672,568 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 1,209,166 ტონით, ანუ 10%-ით ნაკლებია.

გასულ წელს განსაკუთრებით შემცირდა ტრანზიტული ტვირთების მოცულობა და თუკი 2016 წელს მათი რაოდენობა 6,183,037 ტონა იყო, გასულ წელს 4,976,434 ტონამდე შემცირდა. 

გადაზიდული ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების რაოდენობა გასულ წელს, 2016 წელთან შედარებით, თითქმის მილიონი ტონით შემცირდა და 4,347,371 ტონა შეადგინა. შემცირდა მარცვლეულის და მარცვლეულის პროდუქტების გადაზიდვის მაჩვენებელიც და 302,277 ტონა შეადგინა, ნაცვლად 448,128 ტონისა.

თითქმის მილიონი ტონით შემცირდა რკინისა და მანგანუმის მადანის გადაზიდვის მაჩვენებელიც და 462,087 ტონა შეადგინა. 

გადაზიდული ფერადი ლითონის მადნების რაოდენობამ 507,335 ტონა შეადგინა, რაც თითქმის 13 000 ტონით გაზრდილი მაჩვენებელია. 

გაზრდილია ქიმიური და მინერალური სასუქების გადაზიდვის მაჩვენებელი და მან წლიურად 565,912 ტონა შეადგინა. 

გასულ წელს საქართველოს რკინიგზამ 41,392 TEU კონტეინერი გადაზიდა. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *