გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის სამძებრო ჯგუფმა ხმოვანი სიგნალები აღმოაჩინა

გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის სამძებრო ჯგუფმა ხმოვანი სიგნალები აღმოაჩინა

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. „ტიტანიკის“ ნამსხვრევების დასათვალიერებლად ჩასული ტურისტული წყალქვეშა ნავი ორშაბათს გაუჩინარდა.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, კანადურმა ავიახომალდმა წყალქვეშა ხმოვანი სიგნალი აღმოაჩინა, რამაც დაკარგული წყალქვეშა ნავის პოვნის იმედი გააჩინა. სამძებრო ჯგუფის ხელმძღვანელობა ხმოვანი სიგნალის წარმომავლობისა და სხვა სპეციფიკაციების შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

OceanGate Expeditions-ის წყალქვეშა ნავ Titan-ს 96 საათის სამყოფი ჟანგბადი აქვს. შესაბამისად, სამძებრო ჯგუფს ეკიპაჟის გადასარჩენად 40 საათზე ნაკლები რჩება.

პილოტისა და ოთხი მგზავრისაგან დაკომპლექტებულმა ეკიპაჟმა კავშირი წყალქვეშ გატარებული საათისა და 45 წუთის შემდეგ დაკარგა.

მგზავრებს შორის არიან 58 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი ჰამიშ ჰარდინგი, 48 წლის პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი 19 წლის ვაჟი სულეიმანი. პაკისტანელი ბიზნესმენი და მისი ვაჟი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, მეოთხე მგზავრი ფრანგი მკვლევარი, Stockton Rush-ის დამფუძნებელი 77 წლის პოლ-ანრი ნარჟოლეა.