2022 წლის პირველი თვე საკმაოდ აქტიურად დაიწყება უდაბნოს რალის მოყვარულებისათვის. Dakar 2022 2-დან 14 იანვრამდე საუდის არაბეთში გაიმართება და მაყურებელს 13 რბოლის ხილვის შესაძლებლობა ექნება. წელს ავტომოყვარულებს Dakar-ის რბოლის ყურებისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ექნებათ: საუდის არაბეთში Gaussin-ი Aramco-სთან პარტნიორობით პირველ წყალბადზე მომუშავე სატვირთოს წარადგენს. საინტერესოა, თუ რა შედეგს მიაღწევს წყალბადის სატვირთო უდაბნოში რბოლისას.
სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორისათვის ნულოვანი გამონაბოლქვის ავტომობილების ფრანგულმა მწარმოებელმა Gaussin-მა გადაწყვიტა, Dakari-ის რბოლას საკუთარი მერვე თაობის წყალბადის სატვირთოთი შეუერთდეს, რომლის დიზაინიც Pininfarina-ს ეკუთვნის. Gaussin-ის სატვირთო ერთადერთი ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე მანქანა იქნება, რომელიც Dakari-ის რბოლაში მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისათვის, Gaussin-ი უკვე დიდი ხანია, საავტომობილო ბიზნესშია. 2012 წელს კი ის ელექტროძრავების ელემენტების უმსხვილესი მიმწოდებელიც გახდა ევროპაში არსებული ლოგისტიკური კომპანიებისათვის. როგორც ჩანს, კომპანიას Dakari-ის რბოლისათვის პირველი სატვირთოს შექმნის იდეა 2021 წლის იანვარში დაებადა. ძლიერი ინჟინრების გუნდმა კი შესაფერისი წყალბადზე მომუშავე სატვირთოს შექმნა სულ რაღაც ერთ წელიწადში შეძლო.
ახალი ტექნოლოგიებით დამზადებულ ძრავებს, წყალბადისა და ელექტროძრავების კომბინაციით 140 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლება, რაც ქვიშის დიუნებისათვის ძალიან დიდი მაჩვენებელია. ასე რომ, რბოლისა და განსაკუთრებით უდაბნოს რალის, Dakari-ის მოყვარულებს 2022 წლის პირველი ღონისძიება იმედგაცრუებულებს არ დაგტოვებთ.