გეიტსების ფონდი განქორწინების შემდგომ გეგმას ათანხმებს

გეიტსების ფონდი განქორწინების შემდგომ გეგმას ათანხმებს

ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა წარადგინა დამატებითი გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ განქორწინების შემდგომ თანათავმჯდომარეები ერთად მუშაობას ვერ შეძლებენ.

გეიტსების გეგმის თანახმად, ყოფილ მეუღლეებს აქვთ 2-წლიანი გამოსაცდელი ვადა, რის შემდეგაც მელინდა გეიტსს ექნება უფლება, გადადგეს ორგანიზაციაში დაკავებული თანამდებობიდან. გარდა ამისა, შეთანხმების მიხედვით, მელინდა ყოფილი მეუღლისგან მიიღებს დამატებით კომპენსაციას საკუთარი საქველმოქმედო საქმიანობის სამართავად.

აღსანიშნავია, რომ მელინდა გეიტსი ორგანიზაციის მიერ მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია.  მისი თქმით, ის ბოლომდე იზიარებს ფონდის ღირებულებებსა და მისიას და მაქსიმალურად ეცდება საკუთარი, როგორც თანათავმჯდომარის საქმიანობა წარმატებით შეასრულოს. მილიარდერების მიერ დაარსებული ფონდი უკვე წლებია, მრავალ საქველმოქმედო საქმეს უძღვება, მათ შორისაა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა და ბავშვებში ვაქცინაციის წახალისება.

შეგახსენებთ, რომ მელინდა და ბილ გეიტსები 27-წლიანი თანაცხოვრების შემდგომ ერთმანეთს სცილდებიან. განქორწინების პროცესის მიუხედავად ისინი კვლავ ფონდის მეურვეებად რჩებიან. თუმცა, ორგანიზაციის მთავარი აღმასრულებლის, მარკ სუზმანის განცხადებით, ფონდი მომავალი წლის იანვარში საქველმოქმედო ფონდისთვის დამატებით ახალ მეურვეებს წარადგენს. ახალი მეურვის მოძიების აუცილებლობა განსაკუთრებით მას შემდგომ დადგა, რაც გასულ თვეში, 4.1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის განხორციელების შემდგომ, ამერიკელმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა ფონდის მეურვის პოზიცია დატოვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *