გერმანიაში IMAX-ის მსოფლიოს უდიდესი ეკრანის მქონე კინოთეატრი გაიხსნება

გერმანიაში IMAX-ის მსოფლიოს უდიდესი ეკრანის მქონე კინოთეატრი გაიხსნება

ამა წლის პირველ ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ლეონბერგში ახალი კინოთეატრი გაიხსნება, რომელშიც IMAX-ის აქამდე არნახული პარამეტრების მქონე ეკრანი იქნება: მისი სიმაღლე ოცდაერთი მეტრია, სიგრძე კი – ოცდათვრამეტი მეტრი. IMAX-ის ეს ეკრანი 226 კილოგრამზე მეტს იწონის – მისი დამონტაჟება კომპანიის თანამშრომლებმა რობოტიზებული ხელის დახმარებით მოახერხეს, რომელიც სპეციალურად ამისთვის შეიქმნა. პირველი ფილმი, რომლის ჩვენება IMAX-ის უახლეს 574-ადგილიან დარბაზში გაიმართება,  „Time to Die“ იქნება, რომელიც ჯეიმს ბონდის კინოსამყაროს ნაწილია. ცნობისთვის, ფილმის დაახლოებით ორმოცწუთიანი მონაკვეთი სწორედ IMAX-ის კამერებითაა გადაღებული.

„IMAX-ის Traumpalast-ი [გერმ. ოცნებათა სასახლე] დიდი ეკრანის ცნებას თავდაყირა აყენებს, – აღნიშნა IMAX-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, რიხ გელფონდმა. „Lochmann Filmtheaterbetriebe-სთან ერთად დაუვიწყარი კინოთეატრი შევქმენით, რომელშიც მომხმარებლები მსოფლიოს უდიდესი ეკრანიდან გადმოცემულ ყველაზე მასშტაბურ ბლოკბასტერებში ჩაეფლობიან. პარალელურად ჩვენი ზრდისა როგორც გერმანიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, IMAX-ის Traumplast-ი საკულტო ადგილად იქცევა, თან იმ უაღრესად მნიშვნელოვან დროს, როცა მომხმარებელი პრემიუმ-ხარისხის განსაკუთრებულ გამოცდილებას ეძებს“.