გლობალური ვაჭრობა 2023 წლის ბოლოს 5%-ით შემცირდება - გაეროს ვაჭრობის სააგენტო

გლობალური ვაჭრობა 2023 წლის ბოლოს 5%-ით შემცირდება - გაეროს ვაჭრობის სააგენტო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სავაჭრო სააგენტოს მიერ ორშაბათს გავრცელებული პროგნოზით, 2023 წლის ბოლოსთვის გლობალური ვაჭრობა წინა წლის მონაცემთან შედარებით 5%-ით შემცირდება. გაეროს სავაჭრო ორგანო 2024 წლისთვის მეტად პესიმისტურ პროგნოზს ავრცელებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციაზე წარდგენილი გლობალური ვაჭრობის განახლების თანახმად, მიმდინარე წლის ბოლოს გლობალური კომერცია $30.7 ტრილიონს შეადგენს.

გაეროს სავაჭრო ორგანოს ანგარიშის თანახმად, 2023 წელს დაახლოებით $2 ტრილიონით, ან 8%-ით შემცირდება საქონლით ვაჭრობის გლობალური მაჩვენებელი. თუმცა სანაცვლოდ, სააგენტოს პროგნოზით, $500 მილიარდით, ან 7%-ით გაიზრდება სერვისებით გლობალური ვაჭრობის მაჩვენებელი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციაზე გაჟღერებული მოსაზრებების თანახმად, გლობალური ვაჭრობის შემცირება განვითარებად ქვეყნებში ექსპორტის დაბალი მაჩვენებლის „დამსახურებაა“.

სააგენტოს პროგნოზი 2024 წლის გლობალურ ვაჭრობაზე „ძირითადად პესიმისტურია“.