Google-ი მომხმარებელს Chrome-ის განახლებულ ვერსიას სთავაზობს

Google-ი მომხმარებელს Chrome-ის განახლებულ ვერსიას სთავაზობს

გამოცემა Windows Latest-ის დაკვირვებებით, Google-მა Chrome-ის ახალი ვერსია აამუშავა, რომელიც ბრაუზერისთვის საჭირო მეხსიერებას რადიკალურად ამცირებს. ეს სიახლე განსაკუთრებით მკაფიო იქნება მათთვის, ვისაც ბევრი გვერდი Chrome-ში ერთდროულად აქვს გახსნილი და მათთვის, ვინც შედარებით ძველ კომპიუტერს იყენებს.

ასევე, Android Police-მა შენიშნა, რომ Google-ს კიდევ ერთი ფუნდამენტური ცვლილება აქვს სატესტო რეჟიმში. ეს ცვლილება მომხმარებელს დაეხმარება სმარტფონზე გვერდების კიდევ უფრო ეფექტურად კონტროლში. ახალი ბმულების ღილაკი ბრაუზერის გვერდების გრძელ სიას ჩამოშლის, რაც მომხმარებელს დაეხმარება მათ შორის უფრო მარტივად გადასვლასა და ჩახურვაში. ამ სიახლის თავად შესამოწმებლად Chrome Beta არის საჭირო: chrome://flags/#enable-conditional-strip.

ბმულის შეყვანის შემდეგ, შესაბამისი ფუნქცია უნდა გაააქტიუროთ და აპლიკაცია თავიდან გახსნათ. იმის გამო, რომ ეს ლიმიტირებულია ამ ეტაპისთვის,  სიახლე ყველა Beta მომხმარებლისთვის ჯერ არ გამოჩნდება, მაგრამ, მასზე წვდომა დროთა განმავლობაში გაიზრდება.

რატომ ასეთი დიდი ცვლილება? ეს Windows 10-ის Segment Heap-ია, რომელიც მეხსიერების მართვას აუმჯობესებს და მის მოხმარებას 27%-ით ამცირებს. Google-ის ინჟინერები ამბობენ, რომ Segment Heap-ი ასობით მეგაბაიტს დაზოგავს.