G&T წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების $3.4 მილიარდამდე ზრდას პროგნოზირებს

G&T წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების $3.4 მილიარდამდე ზრდას პროგნოზირებს

Galt&Taggart–მ ტურიზმის პროგნოზს გადახედა. მიმდინარე წელს საინვესტიციო ბანკი საქართველოში 4.9 მლნ ტურისტის შემოსვლას პროგნოზირებს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 0.4 მლნ ტურისტით შემცირებული მაჩვენებელია.
G&T-ს წინა პროგნოზით, 2019 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობის წლიური ზრდა 11.4% უნდა ყოფილიყო, ახალი პროგნოზით კი ზრდა 3.5% იქნება. პროგნოზის შემცირების მიზეზი რუსეთის მიერ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვებია.
ამასთან, ბანკმა შეამცირა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის პროგნოზიც. კერძოდ, G&T ელოდება, რომ წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 6.9%–ით გაიზრდება და 3.4 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც წინა პროგნოზს 200 მლნ დოლარით ჩამორჩება. სწორედ ამ თანხად შეაფასა ბანკმა რუსული შეზღუდვების გავლენა ტურისტულ შემოსავლებზე.