გზა სულ არის აკეთო CSR პროექტები

გზა სულ არის აკეთო CSR პროექტები

მითხარი რამდენად სოციალურად პასუხისმგებლიანია კომპანია და გეტყვი როგორი კომპანიაა ის, – ეს გადაკეთებული ცნობილი გამონათქვამი თავისუფლად შეიძლება მივუსადაგოთ ბიზნესის და კომპანიების პასუხისმგებლობას. ბევრი ამბობს, რომ ბიზნესი მხოლოდ მოგება არ არის, ეს არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობაც (CSR), რომელიც განვითარებულ ქვეყნებში და წარმატებულ კომპანიებში განსაკუთრებით მაღალ საფეხურზე დგას და დიდი მნიშვნელობაც ენიჭება.

ბევრი სვამს კითხვას, მაინც რა არის CSR-ი? ერთი რამ ფაქტია, ეს არის კომპანიის ბიზნესმოდელი და არა მხოლოდ ერთჯერადად  შესრულებული რაიმე პროექტი. პასუხისმგებლიანი და წარმატებული კომპანიები მუდმივად აფინანსებენ და მხარს უჭერენ ისეთ პროექტებს, რომლებიც ქალაქს, ქვეყანას თუ მთლიანად მსოფლიოს უკეთეს საცხოვრებელ ადგილად ჩამოყალიბებაში ეხმარებიან. ეს არის ნებაყოფლობითი და რაც მთავარია მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ნაბიჯები, და არა მხოლოდ ქველმოქმედება ან დაფინანსება.

5, 10 და 20 სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი ალბათ ყველა კომპანიას ექნება მხარდაჭერილი, მაგრამ 100 და 200 ძალიან ცოტას აქვს განხორციელებული. საქართველოს ბანკის ანგარიშზე სწორედ 100-ზე მეტი CSR-პროექტია. განათლების, დასაქმების, ბიზნესის მხარდაჭერის და კიდევ რა პროექტს არ შეხვდებით საქართველოს ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ნუსხაში. იმისათვის რომ ყველაფერს ერთად თავი მოეყარა, კიდევ უფრო საინტერესო და ინფორმაციული ყოფილიყო და გამჭვირვალე, ბანკმა გადაწყვიტა სპეციალურად ახალი ვებგვერდი შეექმნა, სადაც ეს ყველაფერი იქნებოდა თავმოყრილი.

ინტერაქციული ვებგვერდი გამოირჩევა მრავალფეროვნებით. ის ერთ სივრცეში აერთიანებს ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ ათობით პროექტს უნიკალური მიმართულებებით, როგორიცაა: განათლების ხელშეწყობა, ინფორმაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, შშმ პირების მხარდაჭერა, სოციალური მეწარმეობის, როგორც ერთ-ერთი ბიზნეს მოდელის, პოპულარიზაცია და განვითარება, გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირება, დასაქმება  და სხვა.

როგორც საქართველოს ბანკში ამბობენ, იმისთვის, რომ სოციალური პრობლემების გადაჭრა სამაგალითო იყოს, მეტმა ადამიანმა შეძლოს განათლების მიღება სწორედ იქ, სადაც მას უნდა, იმისთვის, რომ სოციალური მეწარმეობა ბიზნესის განუყოფელი ნაწილი გახდეს და განვითარების მოტივაცია არასდროს ჩაქრეს, ბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს CSR მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას.

Forbes Georgia-ს საქართველოს ბანკში განუცხადეს, რომ მათთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა უცვლელ პრიორიტეტად რჩება, – “ჩვენი მთავარი მიზანია –  საბოლოოდ მეტ ადამიანს, სფეროს და ადგილს დავეხმაროთ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაში“, – ამბობენ ბანკში. 

საქართველოს ბანკის CSR-პროექტების ბენეფიციარები ხდებიან ადამიანები და ის ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობენ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც ცდილობენ უკეთესი გარემოსთვის განავითარონ თავიანთი უნარები, მეტი ისწავლონ, არ გაჩერდნენ, იპოვონ გზა საზოგადოებისათვის საინტერესო წამოწყებების განსახორციელებლად.

“ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი და ჩვენი ბენეფიციარის მიზნები ემთხვეოდეს ერთმანეთს და პროექტი ორიენტირებული იყოს მდგრადობასა და განვითარებაზე”, – განმარტავენ ბანკში.

ამასთან, საქართველოს ბანკში CSR-პროექტებზე მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ ბიზნესში სოციალური პასუხისმგებლობის დანიშნულებას, იცნობენ საკუთარ ბრენდს და სწორად, სწორი დოზით ახდენს სოციალური პროექტების და ბრენდის შერწყმას. ესენი არიან უნივერსალური მენეჯერები: CSR მიმართულების ბრენდ მენეჯერები, მარკეტოლოგები და ამავდროულად განათლების და ბიზნესის მიმართულების გამოცდილების მქონე ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ გზა სულ არის და არ უნდა გავჩერდეთ.

განათლება, ბიზნესი, დასაქმება, შშმ პირებისთვის ადაპტირებული ქუჩები, დაფინანსებული მეწარმე ქალები, ონლაინ სკოლა, “ხანის აკადემიის“ კურსები ქართულად, აქსელერატორის 500 startups-ის შემოყვანა საქართველოში, იდეათეკები, დამგზავრების აპლიკაცია Gamo, კონკურსები ტურიზმში, საჯარო გამოსვლებში, დასაქმების ხელშეწყობა, სოციალური ტაქსი, ადაპტირებული ანიმაციური ფილმები და სხვა. ბუნებრივია, აქ 100-ზე მეტი პროექტის ჩამოთვლა გაგვიჭირდება, თუმცა, ამ მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ბანკი არ ჩერდება. და ეს ერთგვარი ტრადიციაც გახდა. ბანკში ირწმუნებიან, რომ კიდევ უფრო საინტერესო და მაშტაბური პროექტებია დაგეგმილი განათლების მიმართულებით, იქნება ეს საგანმანათელბლო სივრცეების შექმნა რეგიონებში, სტიპენდიების გაცემა საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლად თუ სხვა მრავალი.

ამის პარალელურად ჩვენ ვაგრძელებთ ახალი გზების ძიებას იმისათვის, რომ მეტმა ადამიანმა ირწმუნოს საკუთარი ძალებისა და წარმატების. მთავარია დავიჯეროთ რომ განვითარების გზა სულ არის და არ გავჩერდეთ”,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ბანკის ახალი კამპანიაც – “გზა სულ არის“ არის სწორედ ამ ბრენდის ერთგვარი ამოძახილი, რომელიც  ემსახურება იმას, რომ ოპტიმიზმი დავუპირისპიროთ პესიმიზმს და ადამიანებს მიეცეთ მოტივაცია, ეძიონ ახალი და რა თქმა უნდა, იმოქმედონ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *