Balenciaga იტალიაში 2021 წელს პირველ საწარმოს გახსნის

Balenciaga იტალიაში 2021 წელს პირველ საწარმოს გახსნის

Balenciaga იტალიაში პირველი საწარმოს გახსნას 2021 წლისთვის აპირებს. საწარმოში ტყავისგან დამზადებული პროდუქციის და აქსესუარების წარმოება განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ახალი საწარმოს გახსნა ტოსკანაში იგეგმება. ამჟამინდელი მონაცემებით, კომპანია დაახლოებით 28.5 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავს ახალ პროექტში, რაც დაახლოებით 300-მდე სამუშაო ადგილს შექმნის.

აღსანიშნავია, რომ Balenciaga ახალი საწარმოს გახნის პარალელურად, ტრენინგ ცენტრის განვითარებასაც განიხილავს, სადაც საწარმოში დასაქმებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნებენ.