საქართველოს ბანკი მსხვილი სამშენებლო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკმა პარტნიორ ბიზნესთან „ჰაუს დეველოპმენტთან“ ერთად დიღომში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი დაიწყო, რომელიც 2024 წლის აგვისტოში დასრულდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 7.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 6.75 მილიონი აშშ დოლარია.
საცხოვრებელი კომპლექსი 19,700 კვადრატულ მეტრზე გაშენდება. ის ორ, ერთ ათსართულიან და ერთ ოთხსართულიან კორპუსს გააერთიანებს, ჯამში – 165 ბინა აშენდება.
აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ბანკისა და „ჰაუს დეველოპმენტის“ მესამე ერთობლივი პროექტია. ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, კომპანიამ ოთხი კორპუსი ააშენა. სამომავლოდ კი დამატებით ორი პროექტის განხორციელებას გეგმავს.
„მიმდინარე პროექტებიდან აღსანიშნავია „ჰაუს დიღომი“ – ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი დიღომში, აღმაშენებლის ხეივნის მე-14 კმ-ში. კომპლექსი შედგება ორი – 11-სართულიანი და 4-სართულიანი – ბლოკისგან, რაც სხვადასხვა ტიპის მომხმარებლის გემოვნებაზეა გათვლილი. ჩვენს პარტნიორს წარმოადგენს „საქართველოს ბანკი“, გვაქვს დეველოპერული ხაზი და ჩართული ვართ „გარანტირებული შენაძენის“ პროგრამაში, რაც უძრავი ქონების შეძენის მსურველებს აზღვევს შესაძლო რისკებისგან. „საქართველოს ბანკის“ დეველოპერული ხაზის დაკრედიტების ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია „თბილისი ჰაუსის“ პროექტების მდგრადობისა და სამშენებლო პროცესის უწყვეტობის თვალსაზრისით.
ჩვენი ხედვა გულისხმობს თანამედროვე სამშენებლო ობიექტების დაგეგმარებასა და სამშენებლო სამუშაოების იმგვარად წარმართვას, რომ შევინარჩუნოთ მაღალი რეპუტაცია სამშენებლო სექტორში და უზრუნველვყოთ უსაფრთხო სამუშაო პროცესი მშენებლობის ყველა ეტაპზე. დაარსების დღიდან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენს მობინადრეებს ვუქმნით ჰარმონიულ საცხოვრებელ გარემოს და ვთავაზობთ მაღალი ხარისხის სამშენებლო პროექტებს.“ – განაცხადა მიხეილ ძაგანიამ, ჰაუს დეველოპმენტის დამფუძნებელმა და დირექტორმა.
„საქართველოს ბანკი განაგრძობს სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ უძრავი ქონების ბიზნესი მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან კონტრიბუტორს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენი პორტფელში ამ სექტორს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. მათ შორისაა „ჰაუს დეველოპმენტთან“ თანამშრომლობით განხორციელებული პროექტები, რომლებიც ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანიამ ისანში „ჰაუს პანორამას“ პროექტი ახლახან დაასრულა, ახლა კი დიღმის პროექტის მშენებლობა დაიწყო. ფინანსური ინსტიტუტის მიერ განხორციელებული ინვესტიციიდან 5.1 მილიონი აშშ დოლარი სამშენებლო ხარჯებს, 1.65 მილიონი კი მიწის შესყიდვას მოხმარდა. განხორციელებული მრავალრიცხოვანი და რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციების შემდეგ კი ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ საქართველოში ბიზნესების მხარდაჭერისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, – აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის სექტორის უფროსი, გიორგი წეროძე. S