Hennessy-ის ბარმენების კონკურსის გამარჯვებული ალექსანდრე ცისკაძე გახდა

Hennessy-ის ბარმენების კონკურსის გამარჯვებული ალექსანდრე ცისკაძე გახდა

“ჰენესის” ბარმენების კონკურსზე – Hennessy Bartenders Competition 2018, რომელიც საქართველოში წელს პირველად ჩატარდა, ალექსანდრე ცისკაძემ უნიკალური საავტორო კოქტეილი წარმოადგინა. სასმელში ძირითადი ინგრედიენტი Hennessy VS იყო, გამორჩეულ ნოტებს კი მას ალექსანდრეს მიერ დამზადებული ქაცვის სიროფი სძენდა. კოქტეილს ბარმენმა “ტატანო” დაარქვა, რაც ბესიკის ცნობილი ლექსის ალუზიაა. 

ალექსანდრე ცისკაძე ამბობს, რომ კარგად იყო მომზადებული და კონკურსში მხოლოდ და მხოლოდ პირველი ადგილის მოპოვების მიზნით მონაწილეობდა. იგი ფიქრობს, რომ კონკურსის ჯილდო – საფრანგეთში, ქალაქ კონიაკში ჰენესის ტურში გამგზავრება მისთვის პროფესიული ზრდის შესანიშნავი შესაძლებლობაა. 

“ჰენესის” ბარმენების კონკურსში გამარჯვებულმა, ალექსანდრე ცისკაძემ ბარმენად მუშაობა ზუსტად ათი წლის წინათ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ბარში ემუშავა, რამაც განსაკუთრებული პროფესიული გამოცდილება შესძინა. 

კონკურსში Hennessy Bartenders Competition 2018 მონაწილეობა სააპლიკაციო ფორმებით ხორციელდებოდა. ყველა კოქტეილის შემადგენლობაში საბაზისო კომპონენტი Hennessy Very Special უნდა ყოფილიყო. ფინალური ეტაპისთვის მიქსოლოგების გუნდმა და Moet Hennessy CIS-ის ბრენდ ამბასადორებმა ექვსი მონაწილე შეარჩიეს: ანრი ბიგვავა – როზმარინიანი კოქტეილით “Smoked Rosmarine”; რომანოს სუვარიანი – კოქტეილით “Umami”, ნეკერჩხლის სიროფით, სანთლის ფიჭით, ლაიმის წვენით, გირჩის ნაყენითა და ჯანჯაფილით; ალექსანდრე ცისკაძე – გამარჯვებული კოქტეილით “ტატანო”; ბექა ჯოხაძე – წითელი ვერხვის კოქტეილით; კობა აბრამიშვილი – ციტრუსოვანი “ბატონი ოფიცერით”; ტატიანა ბოგაჩენკო – “Special Nature”-ით. 

პირველი ადგილის მფლობელის გარდა კიდევ ორი კატეგორიის გამარჯვებული გამოვლინდა: კოქტეილის საუკეთესო გაყიდვები და Digital Voting-ი, კონკურსის ვებგვერდზე ელექტრონული ხმის მიცემის გზით. ამ ორივე კატეგორიაში კონკურსის ფინალისტმა ანრი ბიგვავამ გაიმარჯვა. გამარჯვებულები სასტუმრო Moxy-ში გამართულ გალა საღამოზე დააჯილდოეს. 

საქართველოში Hennessy-ს ბარმენების კონკურსი პირველად ჩატარდა. მისი მიზანი მიქსოლოგიის კულტურის განვითარება და ამ სფეროში მსოფლიო ლიდერებთან გათანაბრებაა. კონიაკის სახლი Moet Hennessy გეგმავს, საქართველოში ბარმენების კონკურსი ტრადიციად აქციოს. 

გამარჯვებულ ალექსანდრე ცისკაძეს წინ გამოცდილებებითა და სიახლეებით სავსე Hennessy-ს ტური ელის. ის სექტემბერში საფრანგეთში, ქალაქ კონიაკში გაემგზავრება, სადაც Hennessy-ს კონიაკის შექმნისა და განვითარების 250-წლიან ისტორიას გაეცნობა. 

Hennessy 1765 წელს ირლანდიელმა ოფიცერმა რიჩარდ ჰენესიმ დააარსა და ის დღემდე ინარჩუნებს ყველაზე პრესტიჟული, გამორჩეული მარკის წოდებას.

Hennessy LVMH ჯგუფის წარმომადგენელია. ეს კონიაკი ყურძნის არომატული ჯიშისგან – Ugni Blanc-ისაგან მზადდება მხოლოდ ქალაქ კონიაკში. სასმელი ორასწლოვანი მუხის კასრებში ინახება, შემდეგ კი განსაკუთრებული ოსტატობით ზავდება. Hennessy-ს კონიაკის სახლი მუდმივად ეძებს ინოვაციებს და მისი საკულტო სასმელი არასოდეს კარგავს აქტუალურობას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *