სად შეხვდებით ყველაზე ხშირად “Fake ახალ ამბებს“

სად შეხვდებით ყველაზე ხშირად “Fake ახალ ამბებს“

თურქეთის მოსახლეობა ყველაზე ხშირად ხვდება ე.წ. Fake ახალი ამბების გავლენის ქვეშ, – ასეთია Reuters-ის კვლევის შედეგები, რომლითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცდარ ინფორმაციაზე დამოკიდებულების მაჩვენებელი გაზომეს. შედეგად, თურქეთი პირველ ადგილზე აღმოჩნდა, რომლის გამოკითხული მოსახლეობის 49%-მა განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა ჰქონია. მეორე ადგილზეა მექსიკა 43%-ით, სამეულს კი ბრაზილია ასრულებს 35%-ით. 

მეოთხე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც მოსახლეობის 31% ამბობს, რომ ბოლო ერთ კვირაში Fake news-ების მსხვერპლი გახდა, ხუთეულს კი 30%-ით სამხრეთ კორეა ასრულებს. 

მეექვსე ადგილზეა ესპანეთი, 29%-ით, რომელსაც ავსტრალია მოჰყვება 25%-ით. კანადაში მცდარი ინფორმაციის ნახვის მაჩვენებელი მხოლოდ 19%-ია, იაპონიაში კი 17%. გამოკითხულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გერმანიას აქვს, – მხოლოდ 9%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *