Honor-ი შესაძლოა შავ სიაში აღმოჩნდეს

Honor-ი შესაძლოა შავ სიაში აღმოჩნდეს

რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო ბაიდენის ადმინისტრაციას ჩინური ტელეკომუნიკაციების გიგანტი Huawei-ის ყოფილი კომპანიის, Honor–ის შავ სიაში შეყვანისკენ მოუწოდებს. რუბიოს განცხადებით, ფირმა ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.

რუბიომ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ Honor–ი ჩინეთის მთავრობის „ხელია“ აშშ–ში და მას აქვს წვდომა ამერიკულ ტექნოლოგიებზე, რომლებზეც Huawei–ის ხელი აღარ მიუწვდება.

2020 წლის ნოემბერში ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტის ბიუჯეტურ სმარტფონებზე დაწესებული შეზღუდვებით „პეკინი ფაქტობრივად გადაურჩა ამერიკული ექსპორტის კონტროლს“, – აღნიშნავს რუბიო გამოქვეყნებულ წერილში, რომელზეც მასთან ერთად ხელს სენატორები ჯონ ქორნირი და რიკ სკოტი აწერენ.

ვაშინგტონის ვაჭრობის დეპარტამენტმა და Huawei–მ მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ Huawei სავაჭრო შავ სიაში 2019 წელს შეიყვანა. ამის მიზეზად კი ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნა სახელდებოდა, რასაც Huawei კატეგორიულად უარყოფს. კომპანიების ეგრეთ წოდებულ „შავ სიაში“ შეყვანა გულისხმობს, რომ ამერიკელ მიმწოდებლებს სპეციალური ლიცენზიის გარეშე ამ კომპანიებისათვის ნახევარგამტარების ძირითადი ელემენტების მიყიდვა ეკრძალებათ.

Huawei–ის  ტელეფონის ახალი მოდელებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელება აეკრძალა Google–საც. აღსანიშნავია, რომ Android-ის პროგრამების უმეტესობა Google Mobile Services დეველოპერული სერვისების პაკეტზეა დაფუძნებული.

მაშინ, როდესაც Huawei-ს  ამერიკამ მკაცრი სანქციები დაუწესა, კომპანიამ თავისი ერთეული Honor–ი 30–ზე მეტი აგენტისა და დილერის კონსორციუმს მიჰყიდა.

აგვისტოში 14–მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა აშშ–ის კომერციის დეპარტამენტს  Honor–ის შავ სიაში შეყვანისკენ მოუწოდა. ისინი ამტკიცებენ, რომ Huawei–მ Honor–ი მხოლოდ აშშ–ის სანქციების თავიდან არიდების მიზნით გაასხვისა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *