იანვარ-ოქტომბერში ჯარიმებიდან ბიუჯეტში 103 მილიონი ლარი შევიდა

იანვარ-ოქტომბერში ჯარიმებიდან ბიუჯეტში 103 მილიონი ლარი შევიდა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში (რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს) სანქციებიდან 103 მილიონი ლარი შევიდა. აქედან 67 მილიონი ლარი მოდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მათ შორის 44.5 მილიონი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევიდანაა შემოსული. 25 მილიონი ლარი მოდის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.

გასული წლის პირველ 10 თვეში სანქციებიდან ბიუჯეტის შემოსავალი 110 მილიონი ლარი იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.