საქართველოს ტოპ 10 საიმპორტო პროდუქცია

საქართველოს ტოპ 10 საიმპორტო პროდუქცია

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში იმპორტირებულ პროდუქციაში პირველი ადგილი ნავთობპროდუქტებს უჭირავს 558.3 მილიონი დოლარით. თუმცა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნავთობპროდუქტების იმპორტში გადახდილი თანხის მოცულობა 215 მილიონი დოლარით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა სამკურნალო საშუალებების იმპორტი – 558 მილიონი დოლარით. გასული წლის 10 თვეში სამკურნალო საშუალებების იმპორტის ღირებულება 257 მილიონი დოლარი იყო. 301 მილიონიანი ზრდა გამოიწვია ფასების ზრდამ და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების შემოტანამ.

მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა, რომელსაც წინა წლებში მეორე ადგილი ეკავა, მე-2 ადგილზე გადაინაცვლა 381 მილიონი დოლარით. 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში მსუბუქი ავტომობილების იმპორტში გადახდილი თანხა 602 მილიონი დოლარი იყო, შესაბამისად წელს 37%-იანი (221 მილიონი დოლარით) კლება ფიქსირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *