იანვარში ფულადი გზავნილები 19%-ით გაიზარდა

იანვარში ფულადი გზავნილები 19%-ით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2021 წლის იანვარში 2020 წლის იანვართან შედარებით 24 მლნ დოლარით, 19%-ით გაიზარდა. იანვარში სულ 150 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც იანვრის თვის რეკორდული მაჩვენებელია.

იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.2 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 1.2 მლნ დოლარით ნაკლებია 2020 წლის იანვრის მაჩვენებელზე.

საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, აშშ-დან, საბერძნეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 3 მილიონი ლარით (11.4%-ით) შემცირდა.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

წყარო: ეროვნული ბანკი
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *